დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ანა მიქელაძე - ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის და მისი მოადგილის მიმართ მუქარას წინ საოლქო საარჩევნო კომისიაში მომხდარი ინციდენტი უძღოდა
ავტორი:
2017/სექტემბერი/03 12:30:02
{ "@context": "http://schema.org", "@type": "Article", "author": "Maka Chaganava", "datePublished": "2017-09-03 08:34:10", "headline" : "ანა მიქელაძე - ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის და მისი მოადგილის მიმართ მუქარას წინ საოლქო საარჩევნო კომისიაში მომხდარი ინციდენტი უძღოდა", "image" : "https://photo.interpressnews.ge/img/image27/d5cceda45d618ef5f961e1d429a4d8ba.jpg", "publisher" : "IPN" , "interactionCount": [ "UserTweets:0", "UserComments:0" ], "name": "ანა მიქელაძე - ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის და მისი მოადგილის მიმართ მუქარას წინ საოლქო საარჩევნო კომისიაში მომხდარი ინციდენტი უძღოდა" } { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/450235-ana-miqeladze-akhalqalaqis-saolqo-saarchevno-komisiis-thavmjdomaris-da-misi-moadgilis-mimarth-muqaras-tsin-saolqo-saarchevno-komisiashi-momkhdari-incidenti-udzghoda.html", "headline": "ანა მიქელაძე - ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის და მისი მოადგილის მიმართ მუქარას წინ საოლქო საარჩევნო კომისიაში მომხდარი ინციდენტი უძღოდა", "datePublished": "2017-09-03 08:34:10", "dateModified": "2017-09-03 08:34:10", "description": "ახალქალაქში, ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ჰასმიკ მარანგოზიანისა და მისი მოადგილეს, პაატა ფანჯიკიძის მიმართ განხორციელებულ მუქარას წინ საოლქო საარჩევნო ", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "https://photo.interpressnews.ge/img/image27/d5cceda45d618ef5f961e1d429a4d8ba.jpg", "height": 470, "width": 246 } } ახალქალაქში, ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ჰასმიკ მარანგოზიანისა და მისი მოადგილეს, პაატა ფანჯიკიძის მიმართ განხორციელებულ მუქარას წინ საოლქო საარჩევნო კომისიაში მომხდარი ინციდენტი უძღოდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა, ანა მიქელაძემ განუცხადა.

როგორც მიქელაძემ აღნიშნა, რამდენიმე დღის წინ, ყოფილი დეპუტატის, სამველ პეტროსიანის წარმომადგენელი საოლქო საარჩევნო კომისიისგან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობისთვის რამდენიმე კანდიდატის ერთდროულად დარეგისტრირებას კანონსაწინააღმდეგოდ ითხოვდა, რასაც ინციდენტი მოყვა.
”თქვენ მოგეხსენებათ, რომ მიმდინარეობდა განცხადებების მიღება საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობისთვის. რამდენიმე დღის წინ, სავარაუდოდ, სამველ პეტროსიანის წარმომადგენელმა საოლქო საარჩევნო კომისიაში სხვადასხვა პირების განცხადებები მიიტანა და ითხოვდა რეგისტრაციას. როგორც მოგეხსენებათ, საოლქო საარჩევნო კომისიაში განცხადება ინდივიდუალურად უნდა იქნას შეტანილი. ამას მოჰყვა ინციდენტი, რის გამოც გამოიძახეს საპატრულო პოლიცია. ამის შემდეგ, შემოვიდა წერილი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. კომისიის შიდა აუდიტის სამსახური ახდენს შესაბამის რეაგირებას, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ გუშინ უკვე დაფიქსირდა მუქარა, რაც შეიძლება შეიცავდეს დანაშაულის ნიშნებს, რეაგირებისთვის და შემდგომი გამოძიებისთვის ფაქტი პროკურატურას გადაეცემა”, - აღნიშნა მიქელაძემ.

მისივე თქმით, პროკურატურაში დოკუმენტაცია უახლოეს მომავალში გადაიგზავნება.

”რადგანაც დღეს კვირაა, არ ვიცი რამდენად არის შესაძლებელი პროკურატურაში დოკუმენტაციის შეტანა, თუმცა, მიმდინარეობს მასალების მომზადება და მივაწვდით პროკურატურას”, - აღნიშნა ცესკო-ს სპიკერმა.

რაც შეეხება დოკუმენტაციას, რომლის გაგზავნასაც ცესკო პროკურატურაში აპირებს, როგორც ანა მიქელაძემ განმარტა, ეს არის ჰასმიკ მარანგოზიანისა და პაატა ფანჯიკიძის ახსნა-განმარტებები, რომელიც ცესკოს გამოეგზავნა და მასში მომხდარი ფაქტი და განხორციელებული მუქარა დეტალურადაა აღწერილი.
ცნობისთვის, ახალქალაქში, ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ჰასმიკ მარანგოზიანის მიმართ საქართველოს პარლამენტის ყოფილმა წევრმა სამველ პეტროსიანმა და მისმა შვილმა გიორგი პეტროსიანმა (გამგებლის რწმუნებული) მუქარა განახორციელეს.

ცესკოს ინფორმაციით, ოლქის თავმჯდომარეს დაემუქრნენ, როგორც საკუთარი სიცოცხლის მოსპობით, ისე ოჯახის წევრის უკანონო თავისუფლების აღკვეთითა და ქონების დაზიანებით, კერძოდ, სახლის დაწვით.





წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 689
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია