დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ნატო და რუსეთი ოცზე მეტ პროექტში თანამშრომლობენ
ავტორი:
2013/ოქტომბერი/01 15:11:03
ნატო რუსეთთან ოცზე მეტ პროექტში თანამშრომლობს-აღნიშნულის შესახებ განცხადება თავდაცვით ინვესტიციებში გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწემ პატრიკ ორუამ გააკეთა. ”დღეისათვის ნატოს პარტნიორი ქვეყნების უმრავლესობა ალიანსის რამდენიმე საქმიანობაში იღებს მონაწილეობას, სადაც ექსპერტთა სამუშაო ჯგუფებიც შედის. ნატოს როლია-არსებული ვარიანტების წარმოდგენა, დიალოგით მოქმედება და საერთაშორისო თანამშრომლობის შესაძლო ვარიანტების ძიება. მე ვთვლი, რომ ნატო და რუსეთი საკმაოდ პრაგმატულად და კონსტრუქციულად ასრულებენ ამ ამოცანას. მინდა აღვნიშნო, რომ რუსეთი უკვე მუშაობს ნატოსთან არაერთ სფეროში,”-განაცხადა ორუამ  Russian Arms Expo-2013-ს გამოფენის სხდომაზე. ”პრაქტიკულად, რუსეთი-ნატოს საბჭოს თანამშრომლობა ოცზე მეტ პროექტს ეხება, მათ შორის არის ავღანეთში ვერტმფრენების მომსახურება. ყველა ამ სფეროში ჩართული არის როგორც რუსეთის მრეწველობა, ასევე სამეცნიერო ინსტიტუტები,”-აღნიშნა ორუამ.
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1198
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია