დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ზაზა ბიბილაშვილი - ე.წ. კუდიანებზე ნადირობა მიდის, როდესაც მიხეილ სააკაშვილის ძმას აკავებენ შეთითხნილი ბრალდებით
ავტორი:
2017/სექტემბერი/02 14:30:02
{ "@context": "http://schema.org", "@type": "Article", "author": "Maka Chaganava", "datePublished": "2017-09-02 10:19:41", "headline" : "ზაზა ბიბილაშვილი - ე.წ. კუდიანებზე ნადირობა მიდის, როდესაც მიხეილ სააკაშვილის ძმას აკავებენ შეთითხნილი ბრალდებით", "image" : "https://photo.interpressnews.ge/img/image27/bac99f6f67aeb115ba5ef4bef3e60018.jpg", "publisher" : "IPN" , "interactionCount": [ "UserTweets:0", "UserComments:0" ], "name": "ზაზა ბიბილაშვილი - ე.წ. კუდიანებზე ნადირობა მიდის, როდესაც მიხეილ სააკაშვილის ძმას აკავებენ შეთითხნილი ბრალდებით" } { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/450167-zaza-bibilashvili-ets-kudianebze-nadiroba-midis-rodesac-mikheil-saakashvilis-dzmas-akaveben-shethithkhnili-braldebith.html", "headline": "ზაზა ბიბილაშვილი - ე.წ. კუდიანებზე ნადირობა მიდის, როდესაც მიხეილ სააკაშვილის ძმას აკავებენ შეთითხნილი ბრალდებით", "datePublished": "2017-09-02 10:19:41", "dateModified": "2017-09-02 10:19:41", "description": "„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ზაზა ბიბილაშვილის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ძმის დაკავებით უკრაინის ხელისუფლება კუდიანებზე ნადირობს. ", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "https://photo.interpressnews.ge/img/image27/bac99f6f67aeb115ba5ef4bef3e60018.jpg", "height": 470, "width": 246 } } „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ზაზა ბიბილაშვილის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ძმის დაკავებით უკრაინის ხელისუფლება კუდიანებზე ნადირობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბიბილაშვილმა განუცხადა, დავით სააკაშვილის დაკავებით უკრაინის პრეზიდენტმა და ხელისუფლებამ დაადასტურეს ის ფაქტი, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა პოლიტიკური აქტი იყო.

„დღეს უკვე მიდის ე.წ. კუდიანებზე ნადირობა, როდესაც მიხეილ სააკაშვილის ძმას აკავებენ სრულიად ხელოვნური და შეთითხნილი ბრალდებით, უუქმებენ საცხოვრებელ უფლებას უკრაინაში და ამზადებენ საქართველოში გამოსაგზავნად. ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მიხეილ სააკაშვილის დევნა უკრაინაშიც პოლიტიკურია, ხოლო საქართველოს ხელისუფლებამ, რომელმაც პარალელურად გენერალი თემურ ჯანაშია დაიბარა სუს-ში, ასევე დაადასტურა, რომ ის ამ შემთხვევაში თანამშრომლობს უკრაინის ოლიგარქიულ რეჟიმთან, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ“, - განაცხადა ბიბილაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი დარწმუნებულია, რომ სდსს-ს ყოფილი უფროსის თემურ ჯანაშიას ე.წ. მოდულის შენობაში დაბარება 10 სექტემბრის გეგმებთანაა დაკავშირებული, როდესაც მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნებას გეგმავს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 871
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია