დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ცესკო-ს ინფორმაციით, სამტრედიის ოლქში „ქრისტიან-კონსერვატიული პარტიის“ წარმომადგენელი და მისი თანმხლები არაუფლებამოსილი უცნობი პირები შეიჭრნენ
ავტორი:
2017/სექტემბერი/01 14:30:01
{ "context": "http://schema.org", "type": "Article", "author": "Maka Chaganava", "datePublished": "2017-09-01 10:34:34", "headline" : "ცესკო-ს ინფორმაციით, სამტრედიის ოლქში „ქრისტიან-კონსერვატიული პარტიის“ წარმომადგენელი და მისი თანმხლები არაუფლებამოსილი უცნობი პირები შეიჭრნენ", "image" : "//photo.interpressnews.ge/img/image27/9929bc45836aaa2100e635213de7a69e.jpg", "publisher" : "IPN" , "interactionCount": [ "UserTweets:0", "UserComments:0" ], "name": "ცესკო-ს ინფორმაციით, სამტრედიის ოლქში „ქრისტიან-კონსერვატიული პარტიის“ წარმომადგენელი და მისი თანმხლები არაუფლებამოსილი უცნობი პირები შეიჭრნენ" } „ქრისტიან-კონსერვატიული პარტიის“ წარმომადგენელი საოლქო კომისიაში და მისი თანმხლები არაუფლებამოსილი უცნობი პირები, სამტრედიის ოლქში შეიჭრნენ, - ამის შესახებ ინფორმაცია ცესკო-ს პრესპიკერმა ანა მიქელაძემ ცესკო-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, შემთხვევა დღეს, 11:47 საათზე მოხდა.

ანა მიქელაძის ინფორმაციით, მათ შეხვედრის დარბაზის კარი ძალის გამოყენებით გააღეს და ოლქში ვიდეოკამერებით შეიჭრნენ. მიქელაძის თქმით, ეს არის კარი, რომელიც ძირითადად დაკეტილია და აღნიშნული დარბაზი ოლქის მიერ გამოიყენება მხოლოდ საგანმანათლებლო-სასწავლო შეხვედრებისთვის.

მიქელაძის განმარტებით, შეჭრის ფაქტი მაშინ დაფიქსირდა, როდესაც, სამტრედიის ოლქის კომისიის წევრები საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებთან ერთად ამოწმებდნენ საინიციატივო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი კანდიდატის მხარდამჭერ მოქალაქეთა ხელმოწერების ბლანკებს.
„ოლქში შევარდნილი პირები ხმაურით, ხმამაღალი განცხადებებით ხელს უშლიდნენ კომისიის მუშაობას. საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ გამოძახებული იქნა საპატრულო პოლიცია. სახეზეა ძალადობრივი მეთოდების გამოყენებით საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის ხელშეშლა, რაც უკვე ტენდენციის სახეს იძენს და არჩევნების დაზიანების მცდელობის ნიშნებს შეიცავს. მივმართავთ შესაბამის უწყებებს, დამკვირვებელ ორგანიზაციებს, საერთაშორისო პარტნიორებს და მთელ საზოგადოებას, მიმართოს ძალისხმევას საარჩევნო პროცესებში ძალადობრივი ქმედებების პერევენციისთვის და ხელი შეუწყოს საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობას განხორციელებას“, - განაცხადა ანა მიქელაძემ.

ამასთან, ცესკო-ს პრესსპიკერის განმარტებით, თავის მხრივ, საარჩევნო ადმინისტრაცია გამოიყენებს ყველა შესაძლებელ კანონიერ ფორმას, რომ მოქალაქეებს და ჩართულ მხარეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა მშვიდ საარჩევნო გარემოში მოახდინონ საარჩევნო უფლებების რეალიზაცია და განახორციელონ საკუთარი საქმიანობა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 649
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია