დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ეკა ბესელია არ გამორიცხავს, რომ პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის უკან "ნაციონალური მოძრაობა" იდგეს
ავტორი:
2017/აგვისტო/30 14:00:02
პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია არ გამორიცხავს, რომ პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის უკან "ნაციონალური მოძრაობა" იდგეს.

როგორც ბესელიამ საკითხის კომენტირებისას აღნიშნა, ის პირადად დაინტერესდა ატეხილი აჟიოტაჟით და მიიჩნევს, რომ ხელოვნური ჩარევის გარეშე რკინიგზის თანამშრომელს სამსახურში დაბრუნება შეუძლია და რკინიგზის ადმინისტრაცია ამ საკითხს პოლიტიკური ჩარევების გარეშე გაცილებით სწრაფად მოაგვარებს.

"რკინიგზის ადმინისტრაცია იმ თანამშრომელს, რომელიც არის პროფკავშირების წევრი ამავე დროს, სთავაზობს სამსახურში დაბრუნებას, ყოველგვარი ჩარევის გარეშე, რასაც სამწუხაროდ ადგილი აქვს პროფკავშირების თავმჯდომარის მხრიდან. რკინიგზის ადმინისტრაცია ამ თანამშრომლის უფლებებს დაიცავს ისე, რომ კითხვის ნიშნები არ დარჩება. დარწმუნებული ვარ თუ ადგილი არ ექნება ხელოვნურ აჟიოტაჟს, რომელიც სავარაუდოდ უკავშირდება პროფკავშირებში დაგეგმილ არჩევნებს, ეს საკითხი ძალიამ სწრაფად გადაიჭრება. ამ ადამიანს სამჯერ შესთავაზეს სამსახურში დაბრუნება, რაშიც ჩაერია პროფკავშირების თავმჯდომარე და ეს აჩენს მითხვის ნიშნებს", - აღნიშნა ბესელიამ.

დეპუტატი მიმდინარე მოვლენებს "პოლიტიკურ სპექტაკლად" აფასებს.

"შესაძლებელია ის თავმჯდომარეობის შეთავაზებას კვლავ აპირებს და სავარაუდოდ ამას უკავშირდება ეს ყველაფერი. ფინანსებზეც არის გარკვეული კითხვის ნიშნები, მაგრამ ეს უნდა გამოიძიონ შესაბამისმა ორგანოებმა ისე, რომ არ დარჩეს რაიმე კითხვის ნიშანი. ეს ერთი საკითხია და მეორეა ის პროცესი, რომელიც ჩანს, რომ არის მართული. მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია სწორი, სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება", - განაცხადა ბესელიამ. კითხვაზე, შეიძლება თუ არა პეტრიაშვილის უკან იდგეს "ნაციონალური მოძრაობა", ბესელიამ უპასუხა "კი, რატომაც არა".

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 737
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია