დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ნინო ბურჯანაძე - იმის შიშით, რომ პრორუსულობა არ დაბრალებოდათ, ხელისუფლებამ ქვეყანა დასაწვავად გაიმეტა
ავტორი:
2017/აგვისტო/30 13:30:02
„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ ბორჯომისა და აბასთუმნის ტყეებში ხანძრის ჩასაქრობად „ყველაფერი უნდა გაკეთებულიყო“.

„ბორჯომისა და აბასთუმნის ტყეები არის სახელმწიფოს მონაპოვარი, უდიდესი მემკვიდრეობა, რომელიც დაგვიტოვეს ჩვენმა წინაპრებმა. ყველაფერი უნდა გაკეთებულიყო იმისთვის, რომ მაქსიმალურად სწრაფად მოგვეხდინა ხანძრის ლოკალიზება, თუნდაც ეს მართლაც ვიღაცისთვის მიუღებელი ნაბიჯი ყოფილიყო. თუმცა, რატომ არის მიუღებელი ის ნაბიჯი, რომელიც შენს ტყეს და შენს სამშობლოს გადაარჩენს, ჩემთვის გაუგებარი,“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, შემოთავაზებული რუსული ცეცხლმაქრით სტიქიის ერთ დღეში დამარცხება შესაძლებელი იყო, თუმცა ის პროტესტი, რომელიც ხალხს გაუჩნდა, ბურჯანაძისთვის გასაოცარია.

„მაინტერესებს, ხანძარი რომ ამ ადამიანების სახლებს გასჩენოდა, არ ჩააქრობინებდნენ რუს მეხანძრეებს, თუ ამის აუცილებლობა იქნებოდა?! დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ერთი წამითაც უკან არ დაიხევდნენ, რადგან საქმე მათ პირად საკუთრებას შეეხებოდა. მაგრამ მათ საკუთარი სახლივით არ სტკივათ ბორჯომი და აბასთუმანი. პრობლემაც სწორედ ამაშია,“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ასევე კომენტარი გააკეთა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მიერ გამოთქმულ განცხადებებზე, რომელიც რუსეთიდან დახმარების შესაძლო მიღებაზე გაკეთდა.

ნინო ბურჯანაძის განცხადებით, „ფაქტია, რომ ხელისუფლებას არ აღმოაჩნდა უნარი და პოლიტიკური გამბედაობა, რადგან მათ ეს ნაბიჯი გაასაიდუმლოა“.

ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ აქ დასამალი არაფერი იყო.

„პირიქით, შემოთავაზებული დახმარება ხელისუფლებას უნდა მიეღო, რითაც ძალიან დიდ ზიანს ავიცილებდით თავიდან.
რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ დანაყოფებს, დაუსვით მათ კითხვა - რომელი უფრო ამორალურია, რუსეთისთვის იმის საშუალების მიცემა, რომ სამაშველო ოპერაციაში ჩართულიყვნენ, თუ 8 აგვისტოდან 2 კვირაში ენგურჰესთან დაკავშირებით გაფორმებეული ზეგასაიდუმლოებული ხელშეკრულება?!,“ - აცხადებს ბურჯანაძე.

მისივე თქმით, ხელისუფლება ვერ ახერხებს საკუთარი ნაბიჯების დაცვას. „დადასტურებულია, რომ მათ მიმართეს რუსეთის ხელისუფლებას, თუმცა შემდეგ ისე შეეშინდათ პრორუსულობა არ დაბრალებოდათ, რომ ნახევარი საქართველო დასაწვავად გაიმეტეს. ამით ყველაფერი ნათქვამია“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

ნინო ბურჯანაძის კომენტარს პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 704
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია