დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საია - კახაბერ ცისკარიძეს ბათუმის მერად კენჭისყრა იმ შემთხვევაში შეეძლება, თუ მას რომელიმე პოლიტიკური პარტია ან ბლოკი წარადგენს
ავტორი:
2017/აგვისტო/28 18:30:02
მომღერალ კახაბერ ცისკარიძეს ბათუმის მერად კენჭისყრა იმ შემთხვევაში შეეძლება, თუ მას რომელიმე პოლიტიკური პარტია ან ბლოკი წარადგენს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საარჩევნო თვითმმართველობის პროექტის კოორდინატორმა ირმა პავლიაშვილმა განუცხადა, კახაბერ ცისკარიძე მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ვერ იქნება, თუმცა პოლიტიკურ პარტიას ან საარჩევნო ბლოკს მისი კანდიდატად წარდგენა არჩევნებამდე არაუგვიანეს 30 დღისა შეუძლია.

„საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის ვადა გასულია, რადგანაც კანონმდებლობით საინიციატივო ჯგუფები არჩევნებამდე არაუგვიანეს 57-ე დღისა უნდა დარეგისტრირდნენ და თან წარადგინონ პირის თანხმობა, რომელიც მერობის კანდიდატი იქნება. ამ პროცედურებისთვის ვადა 25 აგვისტოს ამოიწურა.

განსხვავებული რეჟიმია საარჩევნო ბლოკებისა და პარტიებისთვის. ისინიც ანალოგიურად ამ პერიოდში უნდა დარეგისტრირდნენ, თუმცა შემდგომ უკვე არჩევნებამდე არაუგვიანეს 30-ე დღისა უნდა წარადგინონ კანდიდატები - ანუ თუ რომელიმე პოლიტიკურ საარჩევნო სუბიექტთან ან ბლოკთან გარკვეული მოლაპარაკებები წარიმართება, ჩვენ შეგვიძლია კახაბერ ცისკარიძე კანდიდატად ვიხილოთ“, - განაცხადა ირმა პავლიაშვილმა.

მისივე განმარტებით, პოლიტიკურ პარტიებსა და ბლოკებს მერობის კანდიდატის წარდგენა 21 სექტემბრამდე შეუძლიათ.

მომღერალმა კახაბერ ცისკარიძემ ბათუმის მერობის დამოუკიდებელ კანდიდატად კენჭისყრის შესახებ განცხადება დღეს გააკეთა. მოგვიანებით „ინტერპრესნიუსს“ ბათუმის 79-ე ოლქის თავმჯდომარე ციალა შავაძემ განუცხადა, რომ მერობის მსურველ კანდიდატს საოლქო საარჩევნო კომისიაში შესაბამისი განაცხადი 25 აგვისტომდე უნდა გაეკეთებინა, რის შესაბამისადაც, ცისკარიძე მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ვეღარ იქნება.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 777
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია