დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ლავროვმა და კერიმ ნიუ-იორკში სირიაზე იმსჯელეს
ავტორი:
2013/ოქტომბერი/01 14:59:03
ცოტა ხნის წინ, ნიუ-იორკში ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს შეხვდა. როგორც მოსალოდნელი იყო, დიპლომატებმა უმთავრესად სირიის შესახებ იმჯელეს. შეხვედრის შემდეგ ლავროვმა განაცხადა, რომ იმედი აქვს, ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში, სირიის შესახებ გაეროს რეზოლუციის მიღება მოხდება. ”შეხვედრაზე მრავალ საკითხზე ვიმსჯელეთ, თუმცა უმთავრესად სირიაზე,”-განაცხადა ლავროვმა. მისი თქმით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ სირია ქიმიური იარაღისაგან მთლიანად უნდა გათავისუფლდეს, ვინაიდან არსებობს საფრთხე, რომ ოპოზიცია ამ საშიში მასალის ცალკეულ კომპონენტებს ფლობს. თუმცა, ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ აღნიშნა, რომ  სირიის შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციასთან დაკავშირებით ამერიკასა და რუსეთს შორის უთანხმოება კვლავ რჩება. ჯონ კერის არ დაუკონკრეტებია შედის თუ არა განსახილველ ტექსტში გაეროს წესდების მეშვიდე მუხლი, რომელიც პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში სირიის წინააღმდეგ ძალის გამოყენებას გულისხმობს.
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1278
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია