დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
კახა კალაძე - ჩემი შტაბი საიმედო და კარგი ადამიანის ხელშია
ავტორი:
2017/აგვისტო/26 20:30:02
ჩემი შტაბი საიმედო და კარგი ადამიანის ხელშია, - ამ სიტყვებით „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ მისი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად არჩილ თალაკვაძე წარადგინა.

მისივე თქმით, არჩილ თალაკვაძის წარდგენა და გაცნობა არ სჭირდება, მას ყველა კარგად იცნობს.

„ის ახალგაზრდა პოლიტიკოსია და მეც, ჩვენ გუნდიც, ჩვენი ლიდერი ბატონი გიორგი მივესალმებით ახალგაზრდების ჩართულობას პოლიტიკაში. აჩიკო არის კარგი მეგობარი, კარგი თანაგუნდელი, კარგი მენეჯერული თვისებებით. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ამ არჩევნებზე გვერდით მყოლოდა ისეთი ადამიანი, რომელთანაც არა მარტო პოლიტიკური ხედვები და მომავლის გეგმები მაერთიანებდა, არამედ პასუხისმგებლობა, ქვეყნის სიყვარული და დაგეგმილის განხორციელების დიდი სურვილი და ნება. ჩემი შტაბი საიმედო და კარგი ადამიანის ხელშია. ჩვენი მიზანი არის საერთო - თბილისი გაიმარჯვებს და რაც მთავარი და მნიშვნელოვანია, ის აუცილებლად იქნება სიცოცხლით სავსე ქალაქი“, - განაცხადა კალაძემ.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 871
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია