დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
კობა კობალაძე დივერსიაზე - არაფერს გამოვრიცხავ, რადგან საკმაოდ ინტენსიურ, ორგანიზებულ და წერტილოვან სახეს იღებს ეს ყველაფერი
ავტორი:
2017/აგვისტო/23 12:00:01
მე არაფერს გამოვრიცხავ, რადგან საკმაოდ ინტენსიურ, ორგანიზებულ და წერტილოვან სახეს იღებს ეს ყველაფერი, - ამის შესახებ “ინტერპრესსნიუსთან“ საუბარში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე კობა კობალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკში ხანძრის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება აუცილებლად დაადგენს.

„პირადად ჩემთვის შეიძლება ბევრი რამ არის კითხვის ნიშნის ქვეშ, მაგრამ მოვერიდები ამ საკითხებზე საუბარს, რადგან არის შესაბამისი ორგანო, რომელშიც არიან პროფესიონალები, რომლებიც შესაბამისი კვლევებისა და გამოძიების შემდეგ დადებენ ამა თუ იმ დასკვნას. მე არაფერს გამოვრიცხავ, რადგან საკმაოდ ინტენსიურ, ორგანიზებულ და წერტილოვან სახეს იღებს ეს ყველაფერი,“ - განაცხადა კობა კობალაძემ.

დეპუტატის განმარტებით, დღეს პარლამენტი საკანონმდებლო დონეზე განიხილავს იმ აქტს, რომლის შესაბამისადაც, ხანძრის ჩაქრობის პროცესში სამხედრო ძალა უნდა ჩაერთოს.

„დღეს პარლამენტი აუცილებლად შეიკრიბება. ჩვენ განვიხილავთ საკანონმდებლო დონეზე იმ ნორმატიულ აქტს, რომელიც არის გამოცემული და გავაკეთებთ ყველაფერს, რომ მომზადებულები შევხვდეთ არამარტო დღევანდელ დღეს, არამედ მომავალშიც“, - აღნიშნა მან.

პარლამენტი სტიქიის ზონაში სამხედრო ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით, დღეს რიგგარეშე სხდომას გამართავს.
თემა: ხანძარი ბორჯომის ტყეში
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 689
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია