დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი კობახიძე - ყველა რესურსია მობილიზებული იმისთვის, რომ ხანძარი ჩაქრეს
ავტორი:
2017/აგვისტო/22 21:00:03
ყველა რესურსია მობილიზებული იმისთვის, რომ ხანძარი ჩაქრეს, იმედია ამაში კლიმატური პირობებიც შეგვიწყობს ხელს, - ამიშ შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს წაღვერში საგანგებო შტაბის შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა მეზობელ ქვეყნებს, რომლებმაც საქართველოს სტიქიასთან ბრძოლაში დახმარება აღმოუჩინეს.

ირაკლი კობახიძის თქმით, ხანძრის ადგილზე რთული ვითარებაა, ვინაიდან არის ქარი და ცეცხლი დიდ არეალზეა გავრცელებული.

”ყველა რესურსია მობილიზებული იმისთვის, რომ ხანძარი ჩაქრეს. რთული ვითარებაა იქიდან გამომდინარე, რომ არის ქარი და დიდ არეალზეა გავრცელებული ხანძარი, თუმცა რესურსი არის მობილიზებული. მადლობა უნდა გადავუხადოთ მეგობარ ქვეყნებს დახმარებისთვის და იმედი გვაქვს, რომ რაც შეიძლება მალე მოხერხდება ხანძრის ლიკვიდაცია”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე, ხომ არ იყო დაგვიანებული ხელისუფლების მხრიდან რეაგირება, თუნდაც დახმარების თხოვნის კუთხით, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რა ინფორმაციაც მას აქვს ყველა სამსახური მუშაობაში სათანადოდ იყო ჩართული.

”ძალიან მნიშვნელოვანი იყო პრემიერ-მინისტრის დროული ჩართვა ამ პროცესში. ყველა რესურსია დღეს მობილიზებული იმისთვის, რომ ხანძარი ჩაქრეს და იმედი გვაქვს, რომ კლიმატური პირობებიც შეგვიწყობს ხელს და საბოლოო ჯამში ხანძარი მალე იქნება ლიკვიდირებული”, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ბორჯომში, საგანგებო შტაბში პარლამენტის თავმჯდომარის გარდა ასევე იმყოფებოდნენ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 659
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია