დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სასამართლოს რეფორმის ძირითადი მიმართულებებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის მორიგი გასვლითი შეხვედრა იმართება
ავტორი:
2017/აგვისტო/22 20:00:02
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, უზენაესი სასამართლო, იუსტიციის უმაღლესი საბჭო და იუსტიციის სამინისტრო აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLOG) მხარდაჭერით ქობულეთში მორიგ სამუშაო შეხვედრას მართავენ.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, შეხვედრის მიზანი სასამართლო რეფორმის გაგრძელებაა. მათივე ინფორმაციით, ორდღიანი სამუშაო შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხებია: 1. სასამართლოში საქმეთა ნაკადის მართვა, საკანონმდებლო ხარვეზები, გამოწვევები და მათი გადაწყვეტის გზები; 2. დისციპლინური გადაცდომის საფუძვლები და დისციპლინური სამართალწარმოება, საკანონმდებლო ხარვეზები, გამოწვევები და მათი გადაწყვეტის გზები; 3. იუსტიციისუმაღლესისაბჭოსსაქმიანობისწესები, საკანონმდებლო ხარვეზები, გამოწვევები და მათი გადაწყვეტის გზები.

შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ, ასევე: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ; საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, მიხეილ სარჯველაძემ; კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (EWMI/PROLoG)პროგრამის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩხეიძემ და ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის ხელმძღვანელმა, მოსამართლე რენატე ვინტერმა.

შეხვედრაში, ასევე მონაწილეობენ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვანო ზარდიაშვილი, თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილი, კომიტეტის წევრები გურამ მაჭარაშვილი და ნინო გოგუაძე, ასევე ევროკავშირის, ევროპის საბჭოს და GIZ წარმომადგენლები.
თითოეულ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს დისკუსია და შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდებიან ზოგად პრინციპებზე, საკანონმდებლო ცვლილებების ჩამონათვალზე და მათი განხორციელების გეგმაზე.

,,ეს უმნიშვნელოვანესი ფორმატია იმისთვის, რომ სასამართლო რეფორმა გაგრძელდეს და არ გავჩერდეთ, გავაგრძელოთ მართლმსაჯულების გაძლიერებისა და სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის ინსტიტუციური გადაწყვეტილებების მიღება. სამართლიანი სასამართლო – ესაა მიზანი,რისთვისაც ჩვენ ყველა არ დავიშურებთ ძალისხმევას და ვიმუშავებთ24 საათიან რეჟიმში. ვმსჯელობთ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომ გავაძლიეროთ სასამართლო სისტემა და ამით ადამიანებს მივცეთ სამართლიანი მართლმსაჯულება“,-განაცხადა ეკა ბესელიამ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 681
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია