დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ცესკოს ინფორმაციით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის 39 მილიონი ლარი არის გამოყოფილი
ავტორი:
2017/აგვისტო/22 19:30:02
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის 39 მილიონი ლარი არის გამოყოფილი, - ამის შესახებ ცესკო-ში გამართულ ბრიფინგზე ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ თანხებში შედის, როგორც არჩევნების ჩატარების თანხები, ასევე ის ტრეინინგები და საინფორმაციო კამპანია, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია ახორციელებს.

როგორც ანა მიქელაძემ აღნიშნა, ამ თანხაში გათვალისწინებულია ასევე წარმომადგენლების ხარჯები, ინფრასტრუქტურა, რაც შესაძენია არჩევნებისთვის და ასევე სხვადასხვა ტიპის ხარჯები.

როგორც ცესკო-ს პრესსპიკერმა განმარტა, ფინანსებთან დაკავშირებით ინფორმაცია საჯაროა და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული მხარისთვის.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 762
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია