დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ალექსანდრე ჯეჯელავა - ჩვენ გვექნება ძალიან თანამედროვე საარჩევნო კამპანია, ძალიან სამართლიანი არჩევნები
ავტორი:
2017/აგვისტო/22 17:30:02
ვფიქრობ, ჩვენ გვექნება ძალიან თანამედროვე საარჩევნო კამპანია, ძალიან სამართლიანი არჩევნები, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც არჩევნების თარიღის დანიშვნაზე და საარჩევნო კამპანიის აქცენტებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა.

ალექსანდრე ჯეჯელავას შეფასებით, საქართველოში პოლიტიკური კულტურა ვითარდება.

”ძალიან მიხარია, რომ ჩვენი პარტიის კანდიდატი აქცენტს აკეთებს თანამედროვე ქალაქის განვითარებაზე. ”სიცოცხლით სავსე ქალაქი” - ეს მოწოდება და სლოგანი ძალიან პოზიტიურია. ვფიქრობ, ჩვენ გვექნება ძალიან თანამედროვე კამპანია, ძალიან სამართლიანი არჩევნები. დარწმუნებული ვართ იმაში, რომ თბილისისთვის და თბილისელებისთვის ამ არჩევნების შედეგი ისევე, როგორც ყველა სხვა მუნიციპალიტეტისთვის, იქნება ჩვენი ქვეყნის წინსვლა და წარმატება”, - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 764
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია