დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ღირსების ორდენით დააჯილდოვა
ავტორი:
2017/აგვისტო/22 16:00:01
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი კესტუტის იანკაუსკასი ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

როგორც „ინტერპრესნუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ხელმძღვანელი კესტუტის იანკაუსკასი მიიღო, რომელმაც საქართველოში მისია დაასრულა.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობა განიხილეს და თანამშრომლობის გაგრძელების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. საუბარი, ასევე შეეხო საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა კესტუტის იანკაუსკასს საქართველოში EUMM-ის მისიის ხელმძღვანელის რანგში შესრულებული სამუშაოსათვის და საქართველოს წინაშე გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის როლისა და ეფექტიანობის გაზრდის, ასევე საქართველოში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში შეტანილი წვლილისათვის ღირსების ორდენით დააჯილდოვა.
საქართველოს პრეზიდენტმა კესტუტის იანკაუსკასს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 919
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია