დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
პრემიერ-მინისტრმა ადგილობრივი არჩევნების 21 ოქტომბერს დანიშვნის თაობაზე პრეზიდენტის მიერ გამოცემული აქტის კონტრასიგნაცია მოახდინა
ავტორი:
2017/აგვისტო/22 15:30:02
პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების 21 ოქტომბერს დანიშვნის თაობაზე პრეზიდენტის მიერ გამოცემული აქტის კონტრასიგნაცია მოახდინა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება. შესაბამის აქტს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ხელი დღეს მოაწერა.

პრემიერის მხრიდან კონტრასიგნაციით პრეზიდენტის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტი ძალაში შევიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში საარჩევნო კამპანია დაიწყო.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 762
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია