დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი მარგველაშვილი - დღეს ჩვენ გაერთიანებულები ვართ, რომ ეს უბედურება ავიცილოთ
ავტორი:
2017/აგვისტო/22 13:00:02
დღეს ჩვენ გაერთიანებულები ვართ და ყველანი ერთად ვართ, რომ ეს უბედურება ავიცილოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რამდენად ეფექტურად აფასებს იმ ღონისძიებებს, რომელიც ქვეყნის ხელისუფლებამ გაატარა.

„როდესაც მიმდინარეობს ბრძოლა სტიქიასთან და საერთოდ ნებისმიერი ასეთი გამოწვევის დროს, ჩვენ მხოლოდ ვაცხადებთ მხარდაჭერას, მხოლოდ გვერდში ვუდგებით იმ ადამიანებს, რომლებიც არიან ფრონტის წინა ხაზზე და ებრძვიან სტიქიას იქნება, თუ რამე სხვა უბედურებას, შეფასება ყოველთვის ხდება ხოლმე მერე. დადგება შეფასების დროც, დადგება დასკვების გაკეთების დროც, დადგება ის მომენტიც, როდესაც ჩვენ ყველანი ერთად გავიმარჯვებთ ამ სტიქიაზე, როდესაც შევაფასებთ ეფექტურობას, არა დღეს. დღეს ჩვენ გაერთიანებულები ვართ, და ყველანი ერთად ვართ იმისთვის, რომ ეს უბედურება ავიცილოთ“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბაში ტყის მასივს ხანძარი 20 აგვისტოს გაუჩნდა. 21 აგვისტოს შუადღისთვის, მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის ლოკალიზება, ფაქტობრივად, მოხდინეს, თუმცა ქარის გამო ხანძრის კერები კვლავ განახლდა. გუშინ ადგილზე ჩავიდა პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. მისი დავალებით ბორჯომში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, საგანგებო შტაბი შეიქმნა.



თემა: ხანძარი ბორჯომის ტყეში
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 731
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია