დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების დღიდან საარჩევნო რეგულაციების ქვეშ მედიასაშუალებებიც ექცევა
ავტორი:
2017/აგვისტო/22 12:30:02
წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების დღიდან საარჩევნო რეგულაციების ქვეშ მედიასაშუალებებიც ექცევა. წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემებისა და არჩევნების გაშუქების დროს მაუწყებელმა უნდა დაიცვას მიუკერძოებლობისა და სამართლიანობის პრინციპი ”მაუწყებლობის შესახებ“ კანონის, მაუწყებელთა ქცევის კოდექსის და ”საარჩევნო კოდექსის” შესაბამისად.

საერთო მაუწყებელმა, რომელიც გადაწყვეტს, წინასაარჩევნო კამპანია საკუთარ ეთერში გააშუქოს, წინასაარჩევნო დებატები უნდა გადასცეს არადისკრიმინაციულად და ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მონაწილეობით, თავისი მომსახურების ზონაში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიის დროს.

არჩევნებამდე არაუგვიანეს 50-ე დღიდან მაუწყებლებმა საარჩევნო სუბიექტებისათვის უფასო სარეკლამო დრო უნდა გამოჰყონ. უფასო სარეკლამო დროით ყველა ის პარტია ისარგებლებს, რომელიც საბიუჯეტო დაფინანსებას იღებს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 721
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია