დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საგანგებო შტაბი მიმართავს მოქალაქეებს, თავი შეიკავონ თვითნებური გადაწყვეტილებებისაგან და ნუ შეუქმნიან დამატებით პრობლემას მეხანძრეებს და მაშველებს
ავტორი:
2017/აგვისტო/22 03:30:02
ბორჯომში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, პრემიერის დავალებით შექმნილი საგანგებო შტაბი განცხადებას ავრცელებს.
საგანგებო შტაბი მიმართავს ყველა მოქალაქეს, თავი შეიკავოს თვითნებური გადაწყვეტილებებისაგან და ნუ შეუქმნიან დამატებით პრობლემას მეხანძრეებსა და მაშველებს, რომლებიც სტიქიას ებრძვიან.

"ბორჯომის მუნიციპალიტეტში გაჩენილი ხანძრის კერების ლოკალიზებისა და შემდეგი ლიკვიდაციის მიზნით, მობილიზებულია ყველა შესაბამისი უწყება. მთავრობა, პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, საგანგებო რეჟიმში მუშაობს. შტაბის საქმიანობას შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ხელმძღვანელობს.

მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და ცოცხალი ძალა, რომელიც გზის გაყვანის სამუშაოებს ახორცილებს. შეუჩერებლად მუშაობენ სახანძრო-სამაშველო ბრიგადები. ადგილზე იმყოფება 270 მაშველი. ქართულ ავიაციასთან ერთად, რამდენიმე საათში, ხანძრის ლიკვიდაციის სამუშაოებში ჩაერთვება აზერბაიჯანული და თურქული მხარეც, რომლებიც დამატებით ვერტმფრენებს გამოაგზავნიან. ამ დროისათვის არ არსებობს ხანძრის დასახლებულ პუნქტებზე გადასვლის საფრთხე.

საგანგებო შტაბი ეხმაურება სხვადასხვა პირების მიერ სოციალური ქსელებით და თუ სხვა საშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას, მოხალისეების მობილიზების შესახებ. ამ დროისათვის არ არსებობს მოხალისეების ჩართვის არანაირი აუცილებლობა. უფრო მეტიც, ნებისმიერი გარეშე პირის, ხანძრის მიმდებარე პერიმეტრზე გამოჩენა ხელს შეუშლის მეხანძრეების, მაშველების და შესაბამისი უწყებების მიერ მობილიზირებული ცოცხალის ძალისა თუ ტექნიკის მუშაობას. საგანგებო აღჭურვილობის გარეშე ხანძრის კერებთან მიახლოება არის საშიში.

საგანგებო შტაბი მიმართავს ყველა მოქალაქეს, თავი შეიკავოს თვითნებური გადაწყვეტილებებისაგან და ნუ შეუქმნიან დამატებით პრობლემას მეხანძრეებსა და მაშველებს, რომლებიც სტიქიას ებრძვიან",- ნათქვამია განაცხადებაში.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 751
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია