დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
რომან გოცირიძე ექსპორტის მეტი დივერსიფაკაციის საჭიროებაზე საუბრობს
ავტორი:
2017/აგვისტო/21 18:30:02
ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლის, რომან გოცირიძის განცხადებით, საჭიროა ექსპორტის მეტი დივერსიფაკაცია და მასში არასტაბილური პარტნიორის ხვედრითი წილის ისეთ დონეზე შენარჩუნება, რომელიც არ შეუქმნის ქვეყანას პოლიტიკური და ეკონომიკური ხასიათის საფრთხეებს.
"ექსპორტი გაიზარდა, მაგრამ კვლავ ჩამორჩება 2013-2014 წლის მაჩვენებელს. მიმდინარე წლის ექვს თვეში ექსპორტმა იმატა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თუმცა იგი კვლავ ჩამორჩება 2013-2014 წლების მონაცემებს. მატება არის რუსეთის, თურქეთის, ჩინეთისა და ზოგიერთი სხვა ქვეყნის მიმართულებით. რუსეთთან ექსპორტი გაორმაგდა. ეს ძირითადად განპირობებულია ფეროშენადნობდა ექსპორტის ფაქტობრივად გახუთმაგებით. შარშანდელ ანალოგიურ პერიოდში მან შეადგინა 14,7 მილიონი დოლარი, მიმდინარე წელს კი 80,2 მილიონი დოლარი იყო. ეს გამოწვეული იყო ერთი მხრივ, რუსეთში ამ საქონელზე მოთხოვნის ზრდით, მეორე მხრივ, ალბათ უკრაინიდან იმპორტის შემცირებით, რაც პოლიტიკური ფაქტორებითაა გამოწვეული. გაიზარდა ასევე რუსეთში ღვინის ექსპორტი. თუ შარშან იგი 27,4 მილიონი დოლარი იყო, წელს 48,4 მილიონი გახდა. გამომდინარე ექსპორტის სასაქონლო სტრუქტურიდან, რუსეთთან ექსპორტის მკვეთრი ზრდა არ არის შემაშფოთებელი, თუმცა საჭიროა ექსპორტის მეტი დივერსიფაკაცია და მასში არასტაბილური პარტნიორის ხვედრითი წილის ისეთ დონეზე შენარჩუნება, რომელიც არ შეუქმნის ქვეყანას პოლიტიკური და ეკონომიკური ხასიათის საფრთხეებს”, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

აღნიშნულ კომენტარს ”ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 772
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია