დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ლევან ბოძაშვილი - რუსეთის მიერ ამერიკასთან ურთიერთობის ნორმალიზების გაცხადებული სურვილი რეალობისგან შორს არის
ავტორი:
2017/აგვისტო/21 17:00:02
ამერიკის ადმინისტრაციისა და კონგრესის პოზიცია დღეს როგორც არასდროს ისეთი მკაცრი და ადეკვატურია რუსეთის ქმედებების მიმართ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საერთაშორისო საკითხების სპეციალისტმა ლევან ბოძაშვილმა განუცხადა, რითაც აშშ-ს მიერ რუსეთის ტერიტორიაზე ამერიკის არასაემიგრაციო ვიზების გაცემის შეჩერების თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

ბოძაშვილის შეფასებით, რუსეთის მიერ ამერიკელი დიპლომატების რიცხვის შეზღუდვის მოთხოვნა, რასაც აშშ-ის მხრიდან სავიზო მომსახურების შეჩერება მოჰყვა, ადასტურებს, რომ რეალურად, რუსეთის მიერ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ამერიკასთან ურთიერთობის ნორმალიზების გაცხადებული სურვილი რეალობისგან შორს არის.


„აშშ-ს მიერ რუსეთში არასაემიგრაციო ვიზების გაცემის შეჩერება სამართლიანი და ადეკვატური ნაბიჯია რუსეთის მხრიდან აშშ-ის დიპლომატიური წარმომადგენლობის შემცირების იძულების გამო.

ჩვენ კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ რუსეთისთვის არ არსებობს ე.წ. დიპლომატიური ადეკვატურობის წესები და ის ნებისმიერი სახით ცდილობს გადადგას კონფრონტაციული ნაბიჯები, მაშინაც კი, როდესაც თვითონ არის დამნაშავე ცივილიზებული სამყაროს მიერ სანქციების დაწესებაში.

რუსეთის მიერ ამერიკელი დიპლომატების რიცხვის შეზღუდვის მოთხოვნა, რასაც აშშ-ის მხრიდან სავიზო მომსახურების შეჩერება მოჰყვა, ადასტურებს, რომ რეალურად, რუსეთის მიერ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ამერიკასთან ურთიერთობის ნორმალიზების გაცხადებული სურვილი რეალობისგან შორს არის.

ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაციისა და კონგრესის პოზიცია დღეს როგორც არასდროს ისეთი მკაცრი და ადეკვატურია რუსეთის ქმედებების მიმართ. ეს კარგად ჩანს არა მხოლოდ საერთაშორისო თვალსაზრისით, არამედ საქართველოსთან მიმართებაშიც. ის პროგრამები, რომელსაც აშშ-ი თავდაცვის მიმართულებით ახორციელებს საქართველოში, მნიშვნელოვანი სამომავლო პერსპექტივების განხორციელების შესაძლებლობებს აჩენს“, - აცხადებს ლევან ბოძაშვილი.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 773
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია