დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ალექსანდრე ელისაშვილი - სამარცხვინო და საგანგაშოა, როდესაც დედაქალაქის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს - არქიტექტურის სამსახურს ხელმძღვანელი არ ჰყავს
ავტორი:
2017/აგვისტო/21 16:00:02
სამარცხვინო და საგანგაშოა, როდესაც დედაქალაქის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სამსახურს - არქიტექტურის სამსახურს ხელმძღვანელი არ ჰყავს, - ამის შესახებ თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალექსანდრე ელისაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ელისაშვილი თბილისის მერს, დავით ნარმანიას აკრიტიკებს და არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე კომპეტენტური კადრის შერჩევისკენ მოუწოდებს.

„უკვე წელიწადზე მეტია თბილისს არ ჰყავს მთავარი არქიტექტორი. 2016 წლის 27 ივლისს თანამდებობიდან გაუშვეს არქიტექტურის სამსახურის უფროსი დიმიტრი მოსულიშვილი. 13 თვეა ქალაქის არქიტექტურის სამსახურს მოვალეობის შემსრულებელი მართავს. არადა, არქიტექტურის სამსახური ინტენსიურად გასცემს სამშენებლო ნებართვებს, ითანხმებს განაშენიანების რეგულირების გეგმებს და ამ ფონზე სამსახურის უუფროსობა, უპატრონობა რამდენად ნორმალურია?

რამდენჯერმე საკრებულოში დავსვი ეს საკითხი, რამდენჯერმე პირადადაც საჯაროდ ვკითხე თბილისის მერს, რატომ არ ინიშნებოდა არქიტეტურის ახალი ხელმძღვანელი, მაგრამ დუმილის გარდა პასუხი არ მომისმენია. სინამდვილეში კი, ეს არის სამარცხვინო რეალობა, სამარცხვინოა და საგანგაშო, როდესაც დედაქალაქის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სამსახურს ხელმძღვანელი არ ჰყავს. თბილისის მერი კი ან ვერ ხვდება ამ პოზიციის მნიშვნელობას, ან ვერ ბედავს, რომ კომპეტენტური კადრი შეარჩიოს თანამდებობაზე“, - წერს ელისაშვილი.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 781
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია