დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
„დემოკრატიულმა მოძრაობამ“ და „თავისუფალმა საქართველომ “ თბილისის მერობის კანდიდატად კახა კუკავა, საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად კი, დიმიტრი ლორთქიფანიძე წარადგინა
ავტორი:
2017/აგვისტო/21 12:30:01
„დემოკრატიულმა მოძრაობამ“ და „თავისუფალმა საქართველომ “ თბილისის მერობის კანდიდატად კახა კუკავა, საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად კი დიმიტრი ლორთქიფანიძე წარადგინა. როგორც „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მის პარტიას თბილისის მერობის ღირსეული კანდიდატი ჰყავდა, თუმცა ოპოზიციური ერთობის მისაღწევად, მათ გადაწყვიტეს, რომ მერობის კანდიდატად კახა კუკავა დაესახელებინათ.

„მიუხედავად იმისა, რომ „დემოკრატიულ მოძრაობას“ ჰყავს ძალიან ღირსეულ კანდიდატი თბილისის მერის თანამდებობაზე, ჩვენ, ერთობლივი შეთანხმებით, ოპოზიციური ერთობისთვის გადავწყვიტეთ, რომ ასევე ღირსეული ადამიანი წარმოვადგინოთ თბილისის მერის კანდიდატად - კახა კუკავა, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად, ასევე ღირსეული ადამიანი დიმიტრი ლორთქიფანიძე“, - აღნიშნა ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, ოპოზიციური ერთობის მისაღწევად, ყველა დაინტერესებული პოლიტიკური ძალისთვის მათი კარი ღიაა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 846
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია