დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სერგო რატიანი - მთელი ოპოზიცია ერთიანია, რომ პროპორციული სისტემა ყველაზე სამართლიანია, პრეზიდენტის არჩევის წესი კი, პირდაპირი უნდა იყოს
ავტორი:
2017/აგვისტო/21 11:30:01
„ქართული ოცნება“ ამბობდა, რომ შეცვლიდა საარჩევნო სისტემას, მაგრამ საბოლოოდ, გამოიტანა სრულიად სხვა გადაწყვეტილება, რამაც აღაშფოთა, როგორც ქართული საზოგადოება, ისე ვენეციის კომისია, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო რატიანმა განუცხადა.

მისი თქმით, დღეს ოპოზიციური პარტიები კიდევ ერთხელ გადაუგზავნიან მმართველ გუნდს შენიშვნებს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით.

„მთავარი მოთხოვნაა, პროპორციულ სისტემაზე გადასვლა. ამაში მთელი ოპოზიცია არის ერთიანი და ყველა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ყველაზე უფრო სამართლიანი პროპორციული სისტემაა. „ქართული ოცნება“ ამბობდა, რომ შეცვლიდა ამას, მაგრამ თვეების განმავლობაში ატყუებდა, როგორც ქართულ საზოგადოებას, ისე საერთაშორისო საზოგადოებას და საბოლოოდ, გამოიტანა სრულიად სხვა გადაწყვეტილება, რამაც აღაშფოთა არა მხოლოდ ქართული საზოგადოება, არამედ ვენეციის კომისია და ჩვენი პარტნიორები.

რაც შეეხება პრეზიდენტის არჩევის წესს, ასევე ყველას მოთხოვნაა, რომ პრეზიდენტის არჩევის წესი ყოფილიყო პირდაპირი. რეალურად, „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა ისე, რომ საქართველოში არც ერთი უმაღლესი თანამდებობის პირი არჩევითი არ იქნება“, - განაცხადა სერგო რატიანმა.

როგორც ცნობილია, რამდენიმე დღის წინ მმართველ გუნდსა და ოპოზიციურ პარტიებს შორის საკონსტიტუციო რეფორმის საკითხზე შეხვედრა გაიმართა, რომელზეც უმრავლესობის წევრებმა ოპოზიციას საკუთარი მოთხოვნების წერილობით გადაგზავნა სთხოვეს.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 715
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია