დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ნინო ბურჯანაძე და კახა კუკავა დღეს მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარეობის ერთიან კანდიდატებს დაასახელებენ
ავტორი:
2017/აგვისტო/21 08:30:02
„დემოკრატიული მოძრაობა“ და „თავისუფალი საქართველო“ დღეს თვითმმართველობის არჩევნებისთვის მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარის ერთიან კანდიდატებს დაასახელებენ.

კანდიდატებს „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე და „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა წარადგენენ.

”თავისუფალი საქართველოს” ინფორმაციით, რამდენიმე კვირის წინ დაიწყო ოპოზიციური პარტიების კონსულტაციები, რომლის მიზანიც იყო ოპოზიციას (გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“) წარედგინა თბილისის მერობის ერთიანი კანდიდატი, „რაც პრაქტიკულად გარანტირებული გამარჯვების წინაპირობას წარმოადგენდა“. კონსულტაციები გაიმართა „დემოკრატიულ მოძრაობასთან“, „ლეიბორისტულ პარტიასთან“, „პატრიოტთა ალიანსთან“ და სხვა. გაერთიანებაზე მზადყოფნა გამოთქვა „დემოკრატიულმა მოძრაობამ“.

ამასთან, ”თავისუფალი საქართველოს” განცხადებით, კონსულტაციებისთვის კარი ღიაა ყველა ოპოზიციური ჯგუფისთვის, რომელიც ”გულწრფელად ისახავს მიზნად გაერთიანებას და ამ გზით რეალურ ცვლილებებს ჩვენს სიცოცხლით არცთუ ისე სავსე ქალაქში”.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 731
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია