დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
2008 წლის ომის შედეგად დევნილი მოზარდებისა და ვეტერანთა შვილებისთვის ურეკში საზაფხულო სკოლა გაიმართება
ავტორი:
2017/აგვისტო/20 11:30:01
20-25 აგვისტოს "ქალთა თანადგომა მშიდობისათვის" ორგანიზებით, 2008 წლის ომის შედეგად დევნილი მოზარდებისა და ომის ვეტერანთა შვილებისთვის ურეკში საზაფხულო სკოლა "მოსწავლეთა სამოქალაქო განათლებისა და ჩართულობისათვის" გაიმართება.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ტრენინგები და სემინარები მოსწავლეთა სამოქალაქო განათლებისა და ჩართულობისათვის, კულტურული, შემოქმედებითი და სპორტული ღონისძიებები. ასევე, აჭარაში და შეკვეთილში არსებული ღირსშესანიშნაობების მონახულება.

პროექტის მხარდამჭერები არიან: საქართველოს სამეფო სახლი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის ბიურო, აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ოზურგეთის გამგეობა.

საზაფხულო სკოლის დასრულების შემდეგ დაგეგმილია შემაჯამებელი პრეზენტაცია, სადაც ყველა მონაწილეს სერტიფიკატი გადაეცემა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 776
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია