დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი და ადვოკატთა ასოციაცია „ადვოკატთა შესახებ“ კანონში ცვლილებებზე შეხვედრას მართავენ
ავტორი:
2017/აგვისტო/19 20:30:02
19-21 აგვისტოს, ქობულეთში იურიდიულ საკითხთა კომიტეტი და საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე გასვლით შეხვედრას მართავენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტიდან აცნობეს, შეხვედრა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) ფინანსური მხარდაჭერით იმართება.

ღონისძიება გახსნეს და შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკაბესელიამ; EWMI/PROLoG-ის პროგრამის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩხეიძემ და ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ზაზა ხატიაშვილმა მიმართეს.
მათივე ინფორმაციით, „ადვოკატთა შესახებ“ კანონში ცვლილებების მიზანსა და არსზე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრმა, დავით ასათიანმა ისაუბრა.

სამი დღის განმავლობაში ღონისძიების მონაწილეები განიხილავენ „ადვოკატთა შესახებ“ კანონში განსახორციელებელ იმ ცვლილებებს, რომლებიც შეეხება - ადვოკატის მიერ კლიენტის თანხმობის გარეშე, ინფორმაციის გაცემის აკრძალვას; ადვოკატთა ტესტირების ნაცვლადსაკვალიფიკაციო გამოცდის შემოღებას; საადვოკატო საქმიანობის განხორციელების საფუძვლებს; ეთიკის კომისიის უფლებამოსილებას და თავჯდომარის არჩევის წესს; ადვოკატის მიმართ დისციპლინური დევნის აღძვრას და წარმოების წესს; დისციპლინური სახდელის გასაჩივრებისა და საჩივრის განხილვის წესის პროცედურების განსაზღვრას.

ღონისძიება შიმონაწილეობას იღებენ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილეები, კომიტეტის წევრები და აპარატის თანამშრომლები, ასევე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლები და საქართველოში კანონის უზენაესობის მხარდაჭერის პროგრამის (PROLoG) წარმომადგენლები.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 793
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია