დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სოფიო შამანიდი საპრეზიდენტო პროგრამის “ვისწავლოთ ქართული” მონაწილეებს გარდაბნის რაიონის სოფელ ქესალოს საჯარო სკოლაში შეხვდა
ავტორი:
2017/აგვისტო/18 23:00:01
პრეზიდენტის მრჩეველი ეთნიკური უმცირესობების საკითხებში სოფიო შამანიდი საპრეზიდენტო პროგრამის “ვისწავლოთ ქართული” მონაწილეებს გარდაბნის რაიონის სოფელ ქესალოს საჯარო სკოლაში შეხვდა და სპეციალურად კონსტიტუციის დღისადმი შექმნილი ახალი ინტერნეტპროგრამა "წაიკითხე კონსტიტუცია მთელს საქართველოსთან ერთად" გააცნო.

სოფიო შამანიდის განცხადებით, საპრეზიდენტო პროგრამის "ვისწავლოთ ქართული" ფარგლებში, რომელიც ქვემო ქართლსა და სამცხე ჯავახეთში მიმდინარეობს, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ქართულ ენასთან ერთად სწავლობენ ამონარიდებს კონსტიტუციიდან.

“როგორც იცით, 24 აგვისტოს ჩვენ აღვნიშნავთ კონსტიტუციის დღეს. სწორედ ამ დღესთან დაკავშირებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინიციატივით შეიქმნა ვებგვერდი, რომელზეც ნებისმიერ მსურველს შეუძლია წაიკითხოს ამონარიდი კონსტიტუციიდან და ჩაწეროს საკუთარი თავი. დღეს ჩვენ გარდაბნის რაიონის, სოფელ ქესალოს საჯარო სკოლაში, შევხვდით ჩვენი კურსების კურსდამთავრებულებს და მათთან ერთად ჩავწერეთ ამონარიდები კონსტიტუციიდან", - განაცხადა სოფიო შამანიდმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით ახალი პროექტით "წაიკითხე კონსტიტუცია მთელ საქართველოსთან ერთად" მთელი ქვეყნის მასშტაბით პირველი ვიდეო-კონსტიტუცია ჩაიწერება. ელექტრონული პროგრამის საშუალებით საქართველოს ყველა მოქალაქეს სურვილისამებრ შესაძლებლობა ექნება ჩაწეროს ვიდეოფრაგმენტი საქართველოს მოქმედი კონსტიტუციიდან, რისთვისაც საჭიროა მომხმარებელი შევიდეს ინტერნეტგვერდზე: www.constitution.ge და ჩაწეროს კონსტიტუციიდან ფრაზა, რომელსაც პროგრამა უკარნახებს.

კონსტიტუციის სრული ვიდეოჩანაწერი კონსტიტუციის დღეს 24 აგვისტოს აიკინძება.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 825
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია