დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თამარ კორძაია - ოპოზიციური პარტიები ველოდებით პასუხს, არის თუ არა მზად ხელისუფლება დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით
ავტორი:
2017/აგვისტო/18 19:30:02
სამწუხაროდ, დღევანდელი შეხვედრა იყო შეხვედრა შეხვედრისთვის, სხვა არაფერი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ კორძაიამ განუცხადა.

მისი თქმით, პოლიტიკური პარტიები ელოდებიან ხელისუფლებისგან პასუხს, არის თუ არა მზად მმართველი პარტია, დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან 2020 წლის პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით. კორძაიას განცხადებით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციურ პარტიებში სრული კონსენსუსია.

მისივე თქმით, დღვანდელ შეხვედრაზე ვერ მოხდა კონკრეტული საკითხების განხილვა, ვინაიდან უმრავლესობის წევრებს არსებულ კითხვებზე პასუხები არ ჰქონდათ. ”ჩვენი მოსაზრებები არაერთხელ გამოვთქვით საჯაროდ სხვადასხვა ფორმატში. ჩვენ კიდევ ერთხელ გავუზიარეთ მათ პოზიციები. მთელი ოპოზიციური სპექტრი ერთიანია, რომ გადავიდეთ 2020 წლისთვის სამართლიან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, თუმცა, ვერ გადავედით კონკრეტულ საკითხებზე, რადგან ”ქართულ ოცნებას” არ ჰქონდა პასუხები. ჩვენ, ოპოზიციური პარტიები ველოდებით პასუხს, არის თუ არა მზად ხელისუფლება დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, დღევანდელი შეხვედრა იყო შეხვედრა შეხვედრისთვის, სხვა არაფერი”, - განაცხადა თამარ კორძაიამ.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 720
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია