დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საქართველოს საგარეო უწყება - ამ უმძიმეს წუთებში, სოლიდარობასა და მხარდაჭერას ვუცხადებთ ესპანელ ხალხს და ხელისუფლებას
ავტორი:
2017/აგვისტო/18 18:00:02
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ბარსელონაში განხორციელებულ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
”საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა შეშფოთებას გამოხატავს 2017 წლის 17 აგვისტოს, ბარსელონაში განხორციელებული ტერორისტული აქტის გამო, რომლის შედეგადაც არაერთი ადამიანი დაიღუპა და დაშავდა. შეძრწუნებული ვართ დატრიალებული ტრაგედიით და ამ უმძიმეს წუთებში, სოლიდარობასა და მხარდაჭერას ვუცხადებთ ესპანელ ხალხს და ქვეყნის ხელისუფლებას.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს ტერორიზმისა და ძალადობის ნებისმიერ გამოვლინებას, რომელიც კაცობრიობის წინაშე ჩადენილ სასტიკ დანაშაულს წარმოადგენს და მიმართულია მშვიდობისა და სტაბილურობის წინააღმდეგ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს, დაშავებულებს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს”, - ნათქვამია განცხადებაში.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 715
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია