დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
შალვა შავგულიძე - მხოლოდ ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, შედგება თუ არა კონსენსუსი საკონსტიტუციო ცვლილებების გარშემო
ავტორი:
2017/აგვისტო/18 17:30:02
“თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის, შალვა შავგულიძის შეფასებით, მხოლოდ ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, შედგება თუ არა კონსენსუსი საკონსტიტუციო ცვლილებების გარშემო.

როგორც შავგულიძემ უმრავლესობის წარმომადგენლებთან შეხვედრის წინ ჟურნალისტებს განუცხადა, უპირველეს ყოვლისა უნდა გადაწყდეს, როგორი საარჩევნო სისტემის შემადგენელ კომპონენტებზე სურს კონსენსუსის მიღწევა ხელისუფლებას.

“თუკი ხელისუფლება იმ საარჩევნო სისტემას უბრუნდება, რაზეც ექვსი თვის განმავლობაში იმუშავა მთელმა ქვეყანამ, საკონსტიტუციო კომისიამ, ვენეციის კომისიამ ანუ თუ სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე არის მსჯელობა, ასეთ შემთხვევაში ჩვენ ვსხდებით მაგიდასთან და პროპორციული საარჩევნო სისტემის კომპონენტებთან დაკავშირებით მზად ვართ მოლაპარაკებებისათვის“, - განუცხადა ჟურნალისტებს შალვა შავგულიძემ.

შავგულიძე ამბობს, რომ 2020 წლისათვის შერეული სისტემის შენარჩუნებაზე შეთანხმება ვერ შედგება.

პარლამენტის თბილისის სასახლეში ოპოზიციური პარტიების ლიდერები უმრავლესობას ხვდებიან. მმართველი გუნდის წარმომადგენლებთან შესახვედრად პარლამენტში მოვიდნენ როგორც ე.წ. კვალიფიციური პარტიების წარმომადგენლები, ასევე არაკვალიფიციური პარტიების ლიდერები.

მმართველ გუნდთან შეხვედრის მთავარი თემა საკონსტიტუციო ცვლილებების ის ნაწილია, რომელიც პარლამენტის არჩევის წესს და საარჩევნო სისტემას ეხება. ოპოზიციის მოთხოვნა ამ მიმართულებით უცვლელია. მათი განცხადებით, პროპორციული საარჩევნო სისტემა უნდა ამოქმედდეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, გადაუნაწილებელი მანდატების განაწილება უნდა მოხდეს პროპორციული წესით. ოპოზიციის მოთხოვნაა, საარჩევნო ბარიერის დაწევა და საარჩევნო ბლოკების შექმნის დაშვება.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 709
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია