დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ლევან ალაფიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე დიალოგისას, პოლიტიკური საკითხების გარდა ყურადღება სხვა მნიშვნელოვან თემებზეც გამახვილდება
ავტორი:
2017/აგვისტო/18 13:00:01
იურისტი ლევან ალაფიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ პოლიტიკურ პარტიებს შორის საკონსტიტუციო ცვლილებების გარშემო დაწყებული დიალოგის პროცესში, პოლიტიკური საკითხების გარდა სხვა მნიშვნელოვან თემებზეც გამახვილდება ყურადღება.

ამ კონტექსტში ჟურნალისტებთან საუბრისას ალაფიშვილმა ყურადღება გაამახვილა შეთავსებით მოქალაქეობის საკითხზე, მიწის საკუთრებასთან და გადასახადებთან დაკავშირებულ თემაზე და კონსტიტუციის იმ თავზე, რომელიც ადამიანის უფლებებს შეეხება. ალაფიშვილის თქმით, მთავარია, რომ დიალოგის ნება გამოიხატა და ეს პროცესი უნდა განვითარდეს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურმა ძალებმა მისცენ იმპულსი ახალ განვითარებას საკონსტიტუციო პროცესში, რასაც ჰქვია ფართო კონსენსუსით მიღებული და გრძელვადიანი განვითარების უზრუნველყოფის დოკუმენტის მიღება და არა იმ ნაკლოვანი პროცესით მიღებული დოკუმენტი, რომელსაც ერთპარტიული კონსტიტუცია ჰქვია. მთავარია, რომ ნება დიალოგისთვის გამოიხატა“, - განუცხადა ჟურნალისტებს ლევან ალაფიშვილმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 724
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია