დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, საჯარო რეესტრს უფლებამოსილება ეძლევა, პარტიის რეგისტრაციის შესახებ განაცხადი განუხილველად დატოვოს
ავტორი:
2017/აგვისტო/18 12:00:01
საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უფლებამოსილება ეძლევა, პარტიის რეგისტრაციის შესახებ განაცხადი განუხილველად დატოვოს.

შესაბამისი ცვლილება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრის ფორმისა და რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებაში შევიდა. ცვლილების თანახმად, ჩანაწერი: „წარდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად სარეგისტრაციო წარმოების ვადაში, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას პარტიის რეგისტრაციის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ“ შეიცვლა შემდეგნაირად: „წარდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად, სარეგისტრაციო წარმოების ვადაში, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას პარტიის რეგისტრაციის, განცხადების განხილვის ვადის დინების შეჩერების, რეგისტრაციაზე უარის თქმის ან განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ“.

განცხადების განხილვის ვადის დინების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია გადაწყვეტილებაში მიუთითოს ყველა იმ დოკუმენტისა თუ ინფორმაციის წარმოდგენის აუცილებლობის შესახებ, რომელიც საჭიროა მოთხოვნილი რეგისტრაციისათვის. დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტი/ინფორმაცია გადაწყვეტილებაში კონკრეტულად უნდა იყოს განსაზღვრული.

აღსანშნავია, რომ აკრძალულია განცხადების განხილვის ვადის დინების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების რამდენჯერმე მიღება დამატებითი დოკუმენტის ან ინფორმაციის მოთხოვნის მოტივით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დამატებითი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენისას გამოვლინდა ასეთი ახალი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. ამასთან, თუ განცხადების განხილვის ვადის დინება შეჩერებულია რაიმე საფუძვლით და დაინტერესებულმა პირმა შეჩერების პერიოდში წარმოადგინა არა გადაწყვეტილებით მოთხოვილი, არამედ სხვა დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომლითაც არ აღმოიფხვრა შეჩერების საფუძველი, მაშინ ახალი გადაწყვეტილების გამოტანის გარეშე, განცხადების განხილვის ვადის დინება რჩება შეჩერებული. ვადის გასვლის შემდეგ წარმოება წყდება და განცხადება რჩება განუხილველი.

იუსტიციის მინისტრის აღნიშნული ბრძანება მიმდინარე წლის 1-ელი სექტემბრიდან ამოქმედდება.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 720
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია