დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეებსა და პროფკავშირების წარმომადგენლებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი შეხვდა
ავტორი:
2017/აგვისტო/17 18:30:01
საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეებსა და პროფკავშირების წარმომადგენლებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე შეხვდა. ანა დოლიძე დაინტერესდა იმ პრობლემატური საკითხებით, რასაც პროფკავშირების წარმომადგენლები აპროტესტებენ და რის გამოც, რკინიგზის დეპარტამენტის ორმა თანამშრომელმა შიმშილობა დაიწყო.

ანა დოლიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ მხარეებს შორის წარიმართოს დიალოგი და მშვიდობიანი გზით მოლაპარაკებების ფარგლებში მოხდეს პრობლემატური საკითხების მოგვარება. მისი თქმით, კონსტიტუციაში წერია, რომ საქართველო არის სოციალური სახელმწიფო, რაც ქვეყანას ავალდებულებს, დაცული იყოს მშრომელების ღირსება და მათი შრომითი უფლებები.

“უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს კონსტიტუცია იწყება სიტყვებით: საქართველო არის სოციალური სახელმწიფო, ჩვენს მშრომელებს დაცული უნდა ჰქონდეთ ღირსება და შრომითი უფლებები. მე გავეცანი იმ პრობლემას, რაც აწუხებს აქ მყოფ ადამიანებს. ვფიქრობ, გამოსავალი არის დიალოგში. მე ასევე მზაობა გამოვთქვი, შევხვდე საქართველოს რკინიგზის ადმინისტრაციის ხელმძღვანელებს და მოვისმინო მათი პოზიციაც”, - განაცხადა ანა დოლიძემ.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი აქციის მონაწილეებთან გასაუბრების შემდეგ, რკინიგზის ადმინისტრაციის შენობაში შევიდა, სადაც შეხვედრას გამართავს კოკა გუნცაძესა და დაჩი ცაგურიასთან. შეხვედრა მედიისთვის დახურულია.

სავარაუდოდ, შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი როგორც საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის, ისე აქციის მონაწილეებისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოზიცია.

მიმდინარე შეხვედრის პარალელურად, საქართველოს რკინიგზის დეპარლამენტის შენობასთან აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა აიღოს საქართველოს რკინიგზამ.
მათივე განცხადებით, ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელობა მოშიმშილე აქტივისტების წინააღმდეგ სხვადასხვა სახის ზეწოლას ახორციელებდა. მათივე განცხადებით, ადმინისტრაციის მხრიდან არსებული ზეწოლის შედეგად საქართველოს რკინიგზა დატოვა ერთ-ერთმა თანამშრომელმა, ვახტანგ ცისკარიშვილმა, რომელიც ერთ-ერთი მოშიმშილე იყო. მათივე ინფორმაციით, ცისკარიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულებულია, რის გამოც, მას რამდენჯერმე დასჭირდა სამედიცინო დახმარების გაწევა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 745
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია