დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ეკა ბესელია - ველოდები, რომ ოპოზიციასთან შეხვედრა საქმიან და სამუშაო პირობებში ჩაივლის და იქნება კომპრომისების ძებნის მზაობა
ავტორი:
2017/აგვისტო/17 11:30:02
ველოდები, რომ ოპოზიციასთან შეხვედრა საქმიან და სამუშაო პირობებში ჩაივლის და იქნება კომპრომისების ძებნის მზაობა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს “ქართული ოცნების” დეპუტატმა ეკა ბესელიამ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის დაგეგმილ შეხვედრასთან დაკავშირებით განუცხადა, რომელიც ხვალ, პარლამენტში გაიმართება.

“რადგან შეხვედრა ხვალისთვის არის დაგეგმილი, შეგნებულად თავს შევიკავებ წინასწარ გითხრათ ჩემი პერსონალური განწყობის ან მოლოდინების შესახებ. შეხვედრის წინ შექმნილი რომ იყოს კარგი სამუშაო გარემო, გადაწყვეტილებებისა და კომპრომისებისთვის შესაბამისი პირობები, უმჯობესია თავი შევიკავოთ რაიმე კონკრეტული კომენტარებისაგან. ველი, რომ შეხვედრა საქმიან და სამუშაო პირობებში ჩაივლის. კომპრომისი ნიშნავს იმას, რომ ორივე მხარე ეძებს ყველაზე მისაღებ და გონივრულ გამოსავალს, შესაბამის ფორმულირებებს, რომელიც პრინციპებს არ დაარღვევს. ველი, რომ იქნება კომპრომისის ძებნის მზაობა. ჩვენი სურვილია, იყოს რეალურად სამუშაო შეხვედრა, სადაც შესაძლებელი იქნება კომპრომისის მოძებნა”, - განუცხადა ჟურნალისტებს ეკა ბესელიამ.

საკონსტიტუციო რეფორმის საკითხზე ოპოზიციურ პარტიებს შეხვედრა მმართველმა გუნდმა შესთავაზა. შეხვედრა ხვალ, 18 აგვისტოს, პარლამენტის თბილისის სასახლეში, 17:00 საათზე გაიმართება.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 696
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია