დაისვენე კურორტ ახალდაბაში
"კვესიტაძისა და პაიჭაძის გადაცემების დახურვა საზოგადოების დაკვეთა იყო"
ავტორი:
2013/ოქტომბერი/01 14:37:03
ლუბა ელიაშვილი მიიჩნევს, რომ ეკა კვესიტაძისა და დავით პაიჭაძის გადაცემების დახურვა არა ხელისუფლების, არამედ საზოგადოების დაკვეთა იყო. ამის შესახებ ჟურნალისტმა TV3-ის ეთერში, ინგა გრიგოლიას გადაცემა "დიდ პოლიტიკაში" განაცხადა. მისი განცხადებით, იმის გამო, რომ აღნიშნული გადაცემები საზოგადოებისთვის გამაღიზიანებელი იყო, სწორედ საზოგადოების მოთხოვნა იყო მათი დახურვა. ლუბა ელიაშვილს ეკა კვესიტაძემ ჰკითხა, თუ ვინ იყო ეს საზოგადოება და შედგებოდა თუ არა ის ირაკლი კაკაბაძისა და გია კორკოტაშვილისაგან. აღნიშნულ შეკითხვას ელიაშვილმა უპასუხა, რომ საზოგადოებას ის ადამიანებიც მიეკუთვნებიან, რომლებსაც კვესიტაძის გადაცემა არ მოსწონთ. ეკა კვესიტაძე ლუბა ელიაშვილის კიდევ ერთმა გამონათქვამმა გააღიზიანა. იმ დროს როცა ელიაშვილმა "ჩაბეტონებულ წამყვანებზე" საუბარი დაიწყო, კვესიტაძე დაინტერესდა, ადევნებდა თუ არა ის თვალს უცხოურ ტელევიზიებს და ვინ იყო მისი საყვარელი უცხოელი წამყვანი. აღნიშნულმა შეკითხვამ კი უკვე ლუბა ელიაშვილის გაღიზიანება გამოიწვია და კვესიტაძეს უპასუხა, რომ მის ასაკში, მისი გამოცდილების მქონე ადამიანისთვის გამოცდების მოწყობის უფლებას არავის მისცემდა. ლუბა ელიაშვილმა კვესიტაძე მიკერძოებულობაშიც დაადანაშაულა და ამის მაგალითად „საზოგადოებრივ მაუწყებლობაზე“ მისი გადაცემა „აქცენტები“ დაასახელა. ელიაშვილის თქმით, იმის გამო, რომ მისი მეუღლე მოქმედი დეპუტატია, ის თავს ეთერში დაჯდომის უფლებას არ აძლევდა და ამიტომაც იყო მეცხრე არხის დირექტორის მოადგილე. კვესიტაძემ კი განაცხადა, რომ ის ერთი კონკრეტული საავტორო გადაცემის წამყვანი იყო და არა იმ ტელევიზიის დირექტორი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ იარაღად იყენებდა.
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1314
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია