დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
"ფსიქოპროექტის" კვლევის მიხედვით, გიორგი მარგველაშვილი 56,1%-ით ლიდერობს
ავტორი:
2013/ოქტომბერი/01 14:00:02
საკვლევ-საკონსულტაციო ცენტრ "ფსიქოპროექტის" მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით, პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის 56,1%-ით კოალიცია "ქართული ოცნების" კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი ლიდერობს.
საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პრეზენტაცია სასტუმრო "რედისონში" მიმდინარეობს.
შედეგების პრეზენტაციას "ფსიქოპროექტის" ხელმძღვანელი ზურაბ ბიგვავა მართავს.
კვლევის თანახმად, მარგველაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატ დავით ბაქრაძეს თითქმის 45%-ით უსწრებს, შედეგების მიხედვით ბაქრაძეს მხარს უჭერს რესპონდენტთა 11,9%. მესამე, მეოთხე ადგილებზე არიან - ნინო ბურჯანაძე 9,5% და შალვა ნათელაშვილი 3,0%-ით.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა 16 სექტემბრიდან 23 სექტემბრის პერიოდში საქართველოს 11 რეგიონში მიმდინარეობდა. შემთხვევითი შერჩევის მეთოდით 2 201 რესპონდენტი გამოიკითხა.
როგორც ზურაბ ბიგვავა აცხადებს, სტატისტიკური ცდომილების ზღვარი პლუს-მინუს 2,3%-ია.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1170
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია