დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
კობა დავითაშვილი დავით საგანელიძეს ადანაშაულებს
ავტორი:
2013/სექტემბერი/30 17:00:02
"ხალხის პარტიის" ლიდერი, პრეზიდენტობის კანდიდატი კობა დავითაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს სადაზღვევო კომპანიებთან უკანონო გარიგებაში ადანაშაულებს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" "ხალხის პარტიიდან" აცნოებს, კობა დავითაშვილმა დღეს ცენტრალურ ოფისში ბრიფინგი გამართა და ჯანდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ განცხადება გააკეთა. კობა დავითაშვილი სამინისტროს სადაზღვევო კომპანიებთან უკანონო გარიგებაში ადანაშაულებს.
მისი განმარტებით, ერთ-ერთ კომპანიას, რომელსაც დავით საგანელიძე ხელმძღვანელობს, განსაკუთრებული პირობები აქვს შექმნილი და ამ კომპანიაში ფინანსურ მაქინაციებს აქვს ადგილი.
"როდესაც თბილისში მოქალაქეები პოლიკლინიკებში, კლინიკებში "არქიმედეს" პოლისით მიდიან, მათ ეუბნებიან, რომ კომპანია გაკოტრდა, ამიტომ მომსახურებას ვერ გაგიწევთ. კომოპანიას ხარჯები გაუნახევრდა, შემოსავალი იგივე დარჩა. სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველთვიურად ურიცხავს ამ კომპანიას თანხას. სირცხვილია, როდესაც ახალი ხელისუფლების პირობებში ბოგინობს სამედიცინო მაფია, რომელიც ბიუჯეტის ხარჯზე ივსებს ჯიბეს და სირცხვილია, როდესაც უმრავლესობის ლიდერი და სახელისუფლებო პარტიის შტაბის უფროსი არის ამ მაფიის ლიდერი", _ აცხადებს დავითაშვილი.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1057
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია