დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
აკაკი ბობოხიძე - დავით ბეჟუაშვილის თანაინვესტირების ფონდის პრეზენტაციაში მონაწილეობით, განსაკუთრებული არაფერი მომხდარა
ავტორი:
2013/სექტემბერი/30 16:30:02
"დავით ბეჟუაშვილი ქართული ბიზნესის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია და თანაინვესტირების ფონდის პრეზენტაციაში მისი მონაწილეობით განსაკუთრებული არაფერი მომხდარა" , - ასე უხმაურება საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი აკაკი ბობოხიძე თანაგუნდელის დღევანდელ ღონისძიებაზე გამოჩენას.
როგორც ბობოხიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, "ფონდის დამფუძნებელთა 90% "ნაციონალური მოძრაობის" მიერ მოზიდული ინვესტორებისგან შედგება".
"ფონდი კეთდება არა "ნაციონალური მოძრაობისთვის", ან "ქართული ოცნებისათვის", არამედ ზოგადად ბიზნესისთვის. დავით ბეჟუაშვილი ქართული ბიზნესის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია და ბუნებრივია, არამარტო დათოს, მეც, იმის მიუხედავად, რომ ბიზნესთან პირდაპირი შეხება არ მაქვს, მაინტერესებს ნებისმიერი პროცესი, რომელიც ამ მიმართულებით ქვეყანაში შეიძლება განხორციელდეს. ფაქტია, რომ ბოლო წელიწადნახევარია ქართულ ეკონომიკაში არანაირი სერიოზული ინვესტირება არ განხორციელებულა და მრჩება შთაბეჭდილება, რომ ქვეყანა როგორც ეკონომიკური მანქანა, უბრალოდ გაჩერდა. ნებისმიერი მოქმედება, რომელიც ქვეყანას ამ მდგომარეობიდან გამოიყვანს, მისასალებელია, თუმცა სხვა თემაა შესძლებს თუ არა ფონდი იმ ამოცანების შესრულებას, რაც დეკლარირებულია" - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" აკაკი ბობოხიძემ.
უმცირესობის წევრი დეპუტატი დავით ბეჟუაშვილი დღეს ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მონაწილეობდა. იგი დარწმუნებულია, რომ თანაინვესტირების ფონდის მონაწილეობით განხორციელებული პროექტები ბევრი მოქალაქის დასაქმებას შეძლებს.
საპარლამენტო კულუარებში ბოლო თვეების განმავლობაში საუბრობენ იმაზე, რომ უმცირესობის შემადგენლობას შესაძლოა, დავით ბეჟუაშვილი და კობა ნაყოფია გამოაკლდნენ და მათ დამოუკიდებელ დეპუტატებთან ერთად ახალი ფრაქცია შექმნან. ამჟამად ბეჟუაშვილი და ნაყოფია უმცირესობის შემადგენლობაში არიან.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1260
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია