დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
კობა დავითაშვილმა რუსთავში შეხვედრა გამართა
ავტორი:
2013/სექტემბერი/30 14:00:03
პრეზიდენტობის კანდიდატი კობა დავითაშვილი დღეს რუსთავში "ხალხის პარტიის" ოფისში მოსახლეობას შეხვდა. კობა დავითაშვილმა შეხვედრისას სოციალურ მდგომარეობაზე , გაყინულ ანაბრებსა და პენსიებზე ისაუბრა და მოსახლეობას მოუწოდა 27 ოქტომბერს აქტიურები იყვნენ.
"ძალიან ბევრი კანდიდატია და თითოეული ძალიან ბევრ დაპირებას იძლევა, ხალხი დაიბნა, უკვე იმედგაცრულებულია. მოვუწოდებ მათ, ნუ იქნებიან იმედგაცრუებულები, მივიდნენ არჩევნებზე", - განაცხადა კობა დავითაშვილმა.
მისივე თქმით, თითოეული კანდიდატის საარჩევნო პროგრამა ერთმანეთს ძალიან ჰგავს და ხალხმა უნდა ისწავლოს ტყუილისა და სიმართლის გარჩევა, პირველ რიგში, ეს განსხვავება უნდა შეამჩნიონ იმ პოლიტიკური წარსულის მიხედვით, ვის რა აქვს გაკეთებული.
კობა დავითაშვილის განცხადებით, როდესაც ის თავის პოლიტიკურ წარსულს უყურებს, ხალხისთვის ბევრი არაფერი გაუკეთებია, მაგრამ ელემენტარულად ის მაინც შეძლო, რომ მოსახლეობას გაყინული პენსიები დაუბრუნა.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1147
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია