დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ქდმ-მ პარლამენტს 30 000-ზე მეტ ხელმოწერას წარუდგენს
ავტორი:
2013/სექტემბერი/30 09:30:03
"ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ" საქართველოს კანონში "საარსებო მინიმუმის გაანგარიშების წესის შესახებ" ცვლილების შესატანად 30 000-ზე მეტი ხელმოწერა უკვე შეაგროვა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" პარტიიდან აცნობეს, მოძრაობის ლიდერებთან ერთად გიორგი თარგამაძე დღეს, საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო ცვლილებისთვის საჭირო ხელმოწერების რაოდენობას პირადად წარუდგენს.
"ჩვენი მხარდამჭერები და მოხალისეები მთელი საქართველოს მასშტაბით აგროვებდნენ ხელმოწერებს, რისთვისაც მინდა მათ მადლობა გადავუხადო. დღეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ 30 000-ზე მეტი ხელმოწერა გვაქვს, რომლებსაც გადავამოწმებთ, დავალაგებთ და ორშაბათს, საკანონმდებლო ორგანოს წარვუდგენთ ჩვენს ინიციატივას, რომელიც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ხელმოწერებით იქნება გამყარებული და რომლის მიხედვითაც, საქართველოში საარსებო მინიმუმი 250 ლარზე ნაკლები არ იქნება. ეს იქნება უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, რომლებისთვისაც ეს თანხა არის არა პირობების გაუმჯობესება, არამედ სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი", - განაცხადა რამდენიმე დღის წინ გიორგი თარგამაძემ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1227
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია