დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს წინასაარჩევნოდ უფასო იურიდიული კონსულტაციის მიღების შესაძლებლობა ექნებათ
ავტორი:
2013/სექტემბერი/29 16:00:03
"საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაციამ" პროექტის პრეზენტაცია გამართა. "ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა" ინფორმაციით, პროექტი ითვალისწინებს საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების უფასო, ონლაინ კონსულტირებას საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
კერძოდ, ასოციაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით საზღვარგარეთ მყოფი ქართველები შეძლებენ მათთვის საინტერესო საკითხზე, რომელიც შეეხება საარჩევნო კანონმდებლობას, წერილობითი კითხვით მიმართონ ასოციაციის იურისტებს. პასუხი აპლიკანტს არა უმეტეს 24 საათში გადაეგზავნება.
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, განსაკუთრებით კი, საზღვარგარეთ მყოფ პირებს ჰქონდეთ ყველანაირი პირობა და შესაძლებლობა, რომ მათ დაუბრკოლებლად შეძლონ საარჩევნო პროცესში მონაწილეობის მიღება. ასოციაცია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ჩვენმა თანამემამულეებმა აქტიურად განახორციელონ საკუთარი საარჩევნო უფლებები" - აცხადებს "საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაციის" პრეზიდენტი, თორნიკე ჭეიშვილი.
აღნიშნულ ინიციატივას უკვე გამოეხმაურა დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი. როგორც აპარატის წარმომადგენლები აცხადებენ, ისინი მხარს უჭერენ ამ წამოწყებას და მზად არიან მჭიდროდ ითანამშრომლონ ასოციაციის წარმომადგენლებთან პროექტის წარმატებით განხორციელების მიზნით.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1547
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია