დაისვენე კურორტ ახალდაბაში
პარლამენტის შენობასთან მიხეილ სააკაშვილისა და დავით ბაქრაძის ფიტულების დაწვა იგეგმება
ავტორი:
2013/სექტემბერი/29 14:30:02
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მიხეილ სააკაშვილისა და დავით ბაქრაძის ფიტულების დაწვა იგეგმება. პრეზიდენტისა და უმცირესობის ლიდერის ფიტულები რუსთაველზე ორგანიზაცია "გადაარჩინე სიცოცხლის" წარმომადგენლებმა მიიტანეს, რომლებიც სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით სპეციალურ აქციას მართავენ.
ფიტულების გარდა პარლამენტის შენობის წინ გამოფენილია ყოფილი ხელისუფლების პოლიტიკური თანამდებობის პირების გადახაზული ფოტოები. ორგანიზაციის წარმომადგენლები დღევანდელ აქციაზე ელოდებიან არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვადასხვა მოძრაობის წარმომადგენლების მისვლას. ასევე, მათი განცხადებით, აქციაზე მიწვეული არიან აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1127
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია