დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ნინო ბურჯანაძე - ციხის კადრების შემდეგ "ნაციონალური მოძრაობა" როგორ ბედავს ხმის ამოღებას
ავტორი:
2013/სექტემბერი/28 17:00:03
პრეზიდენტობის კანდიდატის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ციხის კადრების შემდეგ "ნაციონალური მოძრაობა" ხმის ამოღებას არ უნდა ბედავდეს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" "დემოკრატიული მოძრაობიდან" აცნობეს, საპრეზიდენტო კანდიდატი ნინო ბურჯანაძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, საქართველოს რეგიონის მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.
"დემოკრატიული მოძრაობის" წევრებთან და "სახალხო კრების" აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარესთან ნონა გაფრინდაშვილთან ერთად დღეს ნინო ბურჯანაძე ყვარლის მოსახლეობას ხვდება.
მისივე განცხადებით, ახლა მთავარი ამოცანაა, რაც შეიძლება ეფექტურად შეძლონ ხმების დაცვა, რადგან აბსოლუტურად ყველა რეგიონში ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს.
"რეგიონებში ჩვენთან მოდიან ადამიანები და გვაფრთხილებენ, რომ არის ძალიან დიდი საფრთხე გაყალბებისა, რადგან ადგილებზე ხდება გარკვეული გარიგებები "ნაციონალურ მოძრაობასა" და "ოცნებას" შორის. მანამდე კი თითქოს ხდება საზოგადოების შემზადება ამ გაყალბებისთვის. მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი არ დაუშვებს კიდევ ერთხელ საქართველოში არჩევნების გაყალბებას. მე მოსახლეობას ვპირდები, რომ ჩემი არჩევის შემთხვევაში, აღდგება სამართლიანობა ყველგან და ყველასთვის, მავთულხლართები ქვეყანაში აღარ იქნება, ადამიანები თავიანთი შრომის ნაყოფს გაიტანენ და გაყიდიან თავისუფლად ნებისმიერ ბაზარზე და ქვეყანა დაადგება ნორმალური განვითარების გზას", _ აცხადებს ნინო ბურჯანაძე.
"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა "ნაციონალური მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატის მიერ გაკეთებულ განცხადებაზეც გააკეთა კომენტარი.
"ნაციონალური მოძრაობა" საერთოდ რომ ბედავს და ხმას იღებს და ლამის აქციების გამართვაც დაიწყეს, სამწუხაროდ, ეს არის "ქართული ოცნებისა" და კოჰაბიტაციის ბრალი. თქვენ იცით, რომ ჩვენ ყველანი ვართ "ქართული ოცნების" გულშემატკივარნი, ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ ბატონ ბიძინა ივანიშვილს, მაგრამ ის რაც მისმა გარემოცვამ გააკეთა ჩვენთვის მიუღებელია. კოჰაბიტაცია "ნაციონალურ მოძრაობასთან" მიუღებელია. ჩემთვის გაუგებარია, ციხის კადრების შემდეგ "ნაციონალური მოძრაობა" საერთოდ როგორ ბედავს კიდევ ხმის ამოღებას" _ განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1174
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია