დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით უსუფაშვილი - ქართული ენის დაცვა პარლამენტის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა
ავტორი:
2013/სექტემბერი/28 10:30:02
ქართული ენა სერიოზულად დასაცავი და მოსავლელია, რაც პარლამენტის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გადაცემა "პოზიციაში" საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ამ მიმართულებით პრობლემები მაღალი ჯარიმების დაწესების გზით ვერ გადაიჭრება.
"ჩვენ, პარლამენტი, ენას, სიტყვებს, წინადადებებს, ფრაზებს ნორმატიულ ძალას ვანიჭებთ. შეძრწუნებული ვარ იმით, რასაც პარლამენტი ამ თვალსაზრისით ვუშვებთ. აიღეთ კანონი მაუწყებლობის შესახებ, წაიკითხეთ მასში შეტანილი ცვლილებები და ცუდად გახდებით. ამას შველა სჭირდება, მაგრამ არა მგონია, რომ მაღალი ჯარიმებით რამეს ეშველოს", - განაცხადა უსუფაშვილმა სახელმწიფო ენის შესახებ მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივაზე საუბრისას. მისივე თქმით, ზეპირი მეტყველების დროს დაშვებული შეცდომების გამო დაჯარიმება გამორიცხული უნდა იყოს.
პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს სთხოვს, ქართული ენის თემატიკაზე სპეციალური გასვლითი სხდომა თბილისში ჩაატაროს.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1174
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია