დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მუშტაიდის პარკში აქცია - "გზა ჯანსაღი გულისკენ" გაიმართება
ავტორი:
2013/სექტემბერი/27 21:30:02
ხვალ, მუშტაიდის პარკში, გულის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით აქცია, ლოზუნგით - "გზა ჯანსაღი გულისკენ" გაიმართება. აქციის ორგანიზატორია ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, ყოველწლიურად 29 სექტემბერს გულის მსოფლიო დღეს აღნიშნავს. მისი მიზანია, მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდა გულ-სისხლძარღვთა დაავადებებთან დაკავშირებით. 2013 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განსაკუთრებული ფოკუსი დედათა და ბავშვთა შორის გულ–სისხლძარღვთა დაავადებების სათანადო შეფასებისა და მართვისკენაა მიმართული, რაც სავარაუდოდ შეამცირებს ამ დაავადების ტვირთს და შესაძლებელს გახდის 2025 წლისათვის 25%–ით შემცირდეს ინფარქტითა და ინსულტით სიკვდილობა.
აქციაში მონაწილეობას მიიღებენ ამერიკის საელჩოს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და UშAID-ის ჯანდაცვის ხარისხის გაუმჯობესების პროექტის წარმომადგენლები.
აქციაზე დარიგდება სპეციალურად ამ დღისთვის შემუშავებული ბუკლეტები ბავშვებისა და მოზრდილებისთვის, პარკის დირექცია გაავრცელებს მოკლე საინფორმაციო გზავნილებს დღის განმავლობაში, გაკეთდება განცხადებები კონცერტის დროს
პარალელურად, 11:00 საათზე, იპოდრომზე, მარათონი გაიმართება. მარათონი ჩატარდება ასევე, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში: თბილისი, ამბროლაური, ტყიბული, ოზურგეთი, ნინოწმიდა, რუსთავი და თელავი.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1279
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია