დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით უსუფაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიას დაესწრება
ავტორი:
2013/სექტემბერი/27 17:30:03
30 სექტემბერს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიას პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, შავი ზღვის აუზის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) თავმჯდომარის რანგში დაესწრება.
უსუფაშვილი საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ევროპის საბჭოში შეხვედრებს გამართავს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ ჟან-კლოდ მინიონთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივან ვოიცეკ სავიცკისთან, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან ტორბიორნ იაგლანდთან, ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის თავმჯდომარე ანდრეს ჰერკელთან და მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებთან საქართველოზე, ბორის სილევიჩთან და მაიკლ აასტრუპ იენსენთან.
დაგეგმილია ქართველი პარლამენტარების შეხვედრები ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული მმართველობის კონგრესის პრეზიდენტ ჰერვიგ ვანსტაასთან, ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული მართველობის კონგრესის გენერალურ მდივან ანდრეას კიფერთან, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს პრეზიდენტ დინ შპილმანთან და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისართან ნილს მუჟნიეკსთან.
პარლამენტის თავმჯდომარე დელეგაციასთან ერთად შეხვედრას გამართავს ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტთან ჯანი ბუკიკიოსთან და ვენეციის კომისიის მდივანთან თომას მარკერტთან.
შეხვედრები გაიმართება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ლიბერალ-დემოკრატთა ალიანსის პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარესთან ან ბრასორთან (ALDE), ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სოციალისტების პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარესთან ანდრეას გროსთან (Socialists), ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე პედრო აგრამუნდთან (EPP) და ევროპის საპარლამენტო ასამბლეის ევროპელი დემოკრატების პოლიტიკურ ჯგუფთან (EDG).
საპარლამენტო დელეგაციის წევრები: თედო ჯაფარიძე, თინათინ ხიდაშელი, ირაკლი ჩიქოვანი, ეკა ბესელია, გუგული მაღრაძე, ლევან ბერძენიშვილი, თინათინ ბოკუჩავა და ჩიორა თაქთაქიშვილი მონაწილეობას მიიღებენ ევროსაბჭოს სესიების, კომიტეტებისა და პოლიტიკური ჯგუფების მუშაობის პროცესში.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1153
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია