დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ნინო ბურჯანაძე - ყველა დედას, ქართველსაც და აფხაზსაც, დღევანდელ დღეს ვუსამძიმრებ
ავტორი:
2013/სექტემბერი/27 16:30:02
სოხუმის დაცემის ტრაგიკულ დღესთან დაკავშირებით "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ პარტიის წევრებთან და "სახალხო კრების" აღმასრულებელ საბჭოსთან ერთად გმირთა მოედანზე აფხაზეთის ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
"დემოკრატიული მოძრაობის" ინფორმაციით, ნინო ბურჯანაძემ დაღუპულ გმირთა ოჯახებს მიუსამძიმრა.
"დღეს არის ძალიან ტრაგიკული დღე საქართველოს ისტორიაში. მე უპირველეს ყოვლისა, ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს, ვუსამძიმრებ ყველა იმ ადამიანს, რომელთა შვილებიც გმირულად დაიღუპნენ აფხაზეთში. მე მართლაც საოცარი მაგალითი ვნახე გმირთა სასაფლაოზე, როცა ქართველ დედებს თავიანთი შვილების გვერდით აფხაზი ბიჭების სურათები ედოთ. მე მინდა, რომ ყველა დედას, ქართველსაც და აფხაზსაც, მივუსამძიმრო დღევანდელი დღე და ვთქვა, რომ საქართველოში აღარასოდეს აღარ უნდა განმეორდეს ძმათამკვლელი ომი, ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ ვაპატიოთ ერთმანეთს, უნდა შევძლოთ, რომ გადავდგათ ერთმანეთის მიმართულებით ნაბიჯები და მე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ მართლაც აღდგეს ხიდები აფხაზებსა და ქართველებს შორის, ოსებსა და ქართველებს შორის. აღარასოდეს უნდა განმეორდეს ის ტრაგიკული დღეები, რაც ჩვენ გადავიტანეთ და უნდა შევძლოთ ღირსეულად ერთმანეთის გვერდით ცხოვრება, ისევე როგორც ვცხოვრობდით საუკუნეების განმავლობაში", - განაცხადა ბურჯანაძემ.
მისივე თქმით, ის დარწმუნებულია, რომ ამის მიღწევა გონივრული ნაბიჯებით შესაძლებელია.
"კიდევ ერთხელ ქედს ვიხრი ყველა დაღუპული გმირის წინაშე. ჩვენ მათ წინაშე ვართ ვალში და საქართველოს არასოდს უნდა დაავიწყდეს თავისი ღირსეული შვილები,"- განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა.
ნინო ბურჯანაძის თქმით, დღეს არც ერთ თემასთან დაკავშირებით კომენტარს არ გააკეთებს, რადგან ამ ტრაგიკულ თარიღთან დაკავშირებით ერთი დღით შეჩერებულია საარჩევნო კამპანია.
დღესვე საპრეზიდენტო კანდიდატმა ნინო ბურჯანაძემ აფხაზეთში გმირულად დაღუპული ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას საფლავი გვირგვინით შეამკო და გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს მიუსამძიმრა.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1017
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია