დაისვენე კურორტ ახალდაბაში
თეა წულუკიანმა საერთაშორისო ორგანიზაციებს სასამართლო რეფორმაში დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა
ავტორი:
2013/სექტემბერი/27 16:00:03
სასამართლო რეფორმის მეორე ტალღის პროცესში განიხილება საკითხი, რომლის მიხედვით ამა თუ იმ სასამართლოს თავმჯდომარეს არ ექნება რომელიმე მოსამართლეზე დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენების უფლება, - ამის შესახებ სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" მოსამართლეთა საერთაშორისო კონფერენციაზე იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მინისტრმა საერთაშორისო ორგანიზაციებს მადლობა გადაუხადა, რეფორმის მიმდინარეობისას დახმარებისთვის. წულუკიანმა რეფორმის სხვა დეტალებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ცვლილების მიხედვით, სასამართლოს თავმჯდომარესთან მოსამართლე ვალდებული აღარ იქნება მივლინება შეათანხმოს.
"ძალიან მნიშვნელოვანია ეს კონფერენცია სასამართლო რეფორმის მეორე ტალღასთან დაკავშირებით. მადლობას ვუხდი საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც გვეხმარებიან მარტივ და ამავე დროს რთულ საქმეში, რომ მოსამართლეები იყვნენ ჩართული სასამართლო რეფორმის მეორე ტალღაში. რეფორმა უნდა განხორციელდეს. მთავარი საკითხი ის არის, რომ მოსამართლეებს ვკითხოთ აზრი, თუ რას ფიქრობენ სასამართლოს თავმჯდომარის თანხმობაზე ამა თუ იმ მივლინებასთან დაკავშირებით. ეს არის თემა, რომელიც ყოველთვის აქტუალური იყო. რომელი მოსამართლეც გაბედავდა და დამოუკიდებლად წავიდოდა მივლინებაში, მას აციმბირებდნენ ისე, რომ აზრსაც არ ეკითხებოდნენ. ჩვენ გვინდა სასამართლოს თავმჯდომარეები, მოსამართლეთა თანხმობა თუ იქნება, არჩევითები გახდნენ. ასევე, თავმჯდომარეს აღარ ჰქონდეს მოსამართლის წინააღმდეგ დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენების უფლება და ეს უფლება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს გადავაბაროთ", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
მისი თქმით, რაც შეეხება მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნამდე მათთვის გამოსაცდელ პერიოდს, ეს მსჯელობის საგანია, თუმცა, მინისტრმა განმარტა, რომ კონსტიტუციის მიხედვით ამჟამინდელი მოსამართლეები უვადოდ ვერ დაინიშნებიან და ეს ეხებათ მომავალში დასანიშნ მოსამართლეებს.
კონფერენცია, რომელიც სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" დღეს გაიხსნა ორდღიანია. საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობას 200-მდე ქართველი მოსამართლე, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები იღებენ.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 963
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია