დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
კონსტანტინე სურგულაძე დიდი ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიას ეწვევა
ავტორი:
2013/სექტემბერი/26 09:30:03
26 სექტემბრიდან 5 ოქტომბრამდე დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრ კონსტანტინე სურგულაძის ვიზიტი იგეგმება. როგორც "ინტერპრესნიუსს" დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, ვიზიტის ძირითადი მიზანია, შეხვედრები ლონდონში მცხოვრებ ქართულ დიასპორასთან. კონსტანტინე სურგულაძე მონაწილეობას მიიღებს ქართული ფილმების რიგით მე-3 ფესტივალსა და გამოჩენილი ქართველი კინორეჟისორის, ელდარ შენგელაიას 80 წლის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავ ღონისძიებაში, რომლის ორგანიზატორია ბრიტანულ–ქართული საზოგადოება და ლონდონის ქართული დიასპორა.
ვიზიტის ფარგლებში, აგრეთვე, იგეგმება შეხვედრა ბრიტანული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელობასთან, ბიბლიოთეკასა და დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს შორის ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმის საფუძველზე თანამშრომლობის გაღრმავებასა და ბრიტანულ ბიბლიოთეკაში დაცული უნიკალური ქართული ხელნაწერების გაციფრების პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1260
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია